• რეკლამა
  • კონტაქტი
21:36, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

ქართული სერვისი VS გლობალური გიგანტები

ალია ავტორი - ალია
16:28 06-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ბათუმში მანქანის დაქირავება თუ გინდა, არჩევანი ძალიან დიდია. იმაზე დიდიც კი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ამ არჩევანში არიან გიგანტური უცხოური კორპორაციებიც კი. თუმცა, სანამ ამის განხილვაზე გადავალ, მანამდე ალბათ ზოგს გაუჩნდება კითხვა – რაში სჭირდება ბათუმში მანქანა? ქალაქში, სადაც მუდმივად საცობია, მუდმივად პარკინგის პრობლემაა. 

​ბათუმი მართალია ბევრს პატარა ქალაქი ჰგონია, მაგრამ არც ისე პატარაა. ფეხით რომ მოიარო. კი ბატონო, ბულვარს რამდენიმე საათში ფეხითაც გაივლი მშვიდად. თუ მხოლოდ ბულვარის და სანაპირო ზოლის ნახვა გსურს, თავისუფლად შეგიძლია ბულვარის წინ იქირაო ბინა და არც მანქანა დაგჭირდება, არც სქროლი, ველოსიპედიც კი არ დაგჭირდება. დაგჭირდება მხოლოდ შეზლონგის ქირაობა, რომელიც, სხვათა შორის, გასულ წელთან შედარებით ორჯერ გაძვირდა და 5 ლარის ნაცვლად უკვე 10 ლარი ღირს.

​მაგრამ, თუ შენ საღამოს გინდა გემრიელად ივახშმო, თუ გინდა რომ ბუნებაში, მაგალითად, ჩანჩქერის წინ, მდინარის პირას, ტყესთან ახლოს, გრილად და თან გემრიელად ივახშმო, მაშინ შენთვის მანქანა პირდაპირი მნიშვნელობით აუცილებელია. თუ ბათუმში მხოლოდ ბულვარის და ზღვის სანახავად არ ჩადიხარ და აჭარის ულამაზესი სოფლების მოვლასაც გეგმავ, შენ მანქანა აუცილებლად გჭირდება და აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ იმის მიხედვით, ამათგან, რომელს გეგმავ, განსხვავებული მანქანა გჭირდება.

​ვის მიაქვს ტყეში შეშა? არც არავის, ხომ? რადგან ბათუმი სავსეა საცობებით, შესაბამისად მანქანებით, და პარკინგი არის გადავსებული, რაღა საჭიროა აქედან მანქანით წასვლა? თან შესაძლოა შენი მანქანა საერთოდ ვერ გამოიყენო, რადგან თუ აჭარის სოფლებში გინდა წასვლა, მაშინ ჯიპი უნდა დაგჭირდება და სჯობს, იქირაო.

​თუ შენ მხოლოდ ზღვის სანახავად ჩადიხარ, გეგონება ახლა, რომ ეს ბლოგი შენთვის არაა, მაგრამ დამიჯერე, რომ საღამოს შენც მოგშივდება და პიცა, ბერძნული სალათა და ბერძნული სალათა და პიცა, მალევე მოგწყინდება. მოკლედ, მანქანა რომ გჭირდება, მაგაზე მგონი შევთანხმდით და ეხლა გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომელი კომპანიები გვხვდება ბათუმში და რა პირობებით და რა უპირატესობა აქვს ქართულ სერვისს, ადგილობრივი მომსახურებით, რომელიც სხვათა შორის გასულ წელთან შედარებით, შეზლონგის მსგავსად, ორჯერ არ გაძვირებულა.

გლობალური გიგანტები

დავიწყოთ დიდი უცხოური კომპანიებით. ბათუმის ბაზარზე არიან: Hertz, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ამერიკული ავტოპროვაიდერი; Sixt – გერმანული მულტინაციონალური კორპორაცია, რომელიც ცნობილია თავისი ახალი და ძირითადად ევროპული ბრენდების ავტოპარკით; Avis – კიდევ ერთი წამყვანი ამერიკული საერთაშორისო კორპორაციაა, რომელიც გლობალურად ასობით ქვეყანაში ოპერირებს. Budget შედის იმავე ამერიკულ ჯგუფში, რომელშიც Avis; Europcar – ფრანგული მულტინაციონალური კომპანია; რომელიც ევროპულ ბაზარზე ლიდერობს; Enterprise ასევე უმსხვილესი, ასევე ამერიკული ჰოლდინგი, რომელიც ბათუმში თავისი შვილობილი საერთაშორისო ბრენდებითაც კი არის წარმოდგენილი.

წესით, ალბათ, ფასით უნდა დავიწყო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ახლავე მინდა ვთქვა – ზემოთ აღვნიშნე, რომ უცხოურ კომპანიებს უმეტესად ახალი, თანამედროვე, ევროპული მანქანები ჰყავთ გასაქირავებლად და ვისაც აჭარაში არ უმოგზაურია, მას, სავარაუდოდ გაეხარდა, – რა კარგია, ასეთ ვიქირავებ, – გაიფიქრა, იქნებ. ევროპული მანქანა, თანაც ახალი, კარგია ასევე თანამედროვე და ევროპულ გზებზე, სადაც ორმოს თუ დაინახავ გზაზე, გადახვალ და ფოტოს გადაუღებ, სადაც მხოლოდ იმიტომ არ დაგეკაწრება ეს ახალი მანქანა, რომ გზა კენჭებით იყო სავსე. აჭარის სოფლებში კი არა, ბათუმის გარეუბანშიც კი მაღალია რისკი, რომ ორ ორმოს შორის მოგიხდეს არჩევანის გაკეთება – ამ ორმოში „ჩაარტყა“, თუ მეორეში, რადგან, ორივეს რომ აერიდო, ფანტასტიკის სფეროა, კენჭებით დაკაწვრის საფრთხე კი დიდია, ზოგან სულაც, ხის ტოტებით დაკაწვრის საფრთხეცაა, იმდენად წვრილია გზა და გადაუბელავი ხეები გზის პირას. თითოეული ნაკაწრი კი, უცხოური კომპანიისთვის – დეპოზიტიდან ჩამოჭრილი ასეულობით დოლარია.

ფასი:

მისი უდიდებულესობა ფასი – თუ შედარებით ძველი მოდელის მანქანას იქირავებ ადგილობრივ ბაზარზე 25-35 დოლარად, დაახლოებით იგივე მოდელის ქირაობა შეგიძლია უცხოურ კომპანიებზე დღეში 50-70 დოლარად. თუ შედარებით უფრო ახალ და უკეთეს მანქანას იქირავებ დაახლოებით 45-60 დოლარად ადგილობრივი პირისგან, მსგავსი მანქანის ქირაობა უცხოური კომპანიისგან შეგიძლია 90-120 დოლარად. აქ უკვე დავინახეთ, რომ მხოლოდ ქირის ფასიც კი ორმაგდება. ოღონდ, ხარჯის ნაწილი აქ არ მთავრდება. 

ჩამოთვლილი კომპანიების უმრავლესობას, მართალია ბათუმის აეროპორტში აქვს ოფისები, ავტოპარკი არც ისე დიდი აქვს, ზოგჯერ, მანქანა სულაც არაა ბათუმში და თუ ბათუმში ჯავშნი და თბილისიდან ჩამოყავს – ამ ჩამოყვანის თანხასაც შენ იხდი, მინიმუმ 150 დოლარამდე, ან მეტს.

მეორე ამბავია ღამის რეისები. თუ ტურისტი ჩამოდის ღამით ბათუმში, მაგ შემთხვევაში ღამის მომსახურების თანხას ცალკე უმატებენ კორპორაციები.

დაზღვევა – თუ უცხოური კომპანიისგან ქირაობ მანქანას ნაწილობრივი დაზღვევით, სწორედ იმიტომ, რომ სრული დაზღვევის თანხას არ იხდი, საკმაოდ დიდი დეპოზიტი „გაიყინება“ ანგარიშზე, ეს შეიძლება იყოს 800 დოლარამდეც კი და ზოგჯერ მეტი. ხოლო, თუ სრული დაზღვევით იქირავებ მანქანას, დეპოზიტი შედარებით ნაკლები დაიბლოკება ბარათზე, მაგრამ იხდი ქირას + დაზღვევის თანხას. არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ დეპოზიტი გიბრუნდება, თუ მანქანა უნაკლოდ ჩააბარე, ჩაბარებიდან  მხოლოდ 14–30 დღეში. და კიდევ ერთი დისკომფორტი, მანქანის ქირაობა შეგიძლია მხოლოდ საკრედიტო ბარათით, არა სადებეტე და არა ქეშით.

რაც შეეხება ქართულ სერვისს და ადგილობრივ ბაზარს, უმეტესად იმ ქირაში, რომელიც ორჯერ დაბალია უცხოური კომპანიების ფასზე ყველა ეს მომსახურება შედის, რაც ზემოთ ჩამოთვალე და მანქანა რომ ღამის სამ საათზე წაიყვანო, ამისთვის, დამატებით ფულს არავინ გთხოვს, მაგალითად. დაზღვევაც ქირაში შედის და რჩება დეპოზიტი, რომელიც არც ასეთი მაღალია, უმეტესად ქეშად იხდი და მაშინვე უკან გიბრუნდება, როგორც კი მანქანას უკან უბრუნებ, არანაირი ზედმეტი ბიუროკრატია და 30 დღიანი ლოდინი. 

შესაბამისად, უცხოური კომპანიებისგან მანქანის ქირაობა ჯამში, სამჯერ და მეტჯერ ძვირი გიჯდება. თუმცა, თუ მაინც უცხოური კომპანიისგან იქირავებ, მაგალითად, გიკბინა ფულმა და გინდა მოიშორო, ზედმეტი გაქვს, ან უაზროდ მოგინდა ახალი, ევროპული მანქანა კარგად, გემრიელად დაკაწრო აჭარის გზებზე და მერე ოთუსბირი იხადო, ერთ რჩევას მოგცემ, – არასოდეს დატოვო მანქანა ჩაუბარებლად, არ ჩააბარო კომპანიას მხოლოდ ტელეფონით კომუნიკაციით. დაელოდო, პირადად ჩაიბარონ და მოგიწერონ ხელი, რომ პრეტენზია არ აქვთ, პარალელურად კი, თავადაც გადაიღე ფოტოები და ვიდეოები, რადგან შემდგომ არ შემოგედავონ.

მომსახურების ხარისხი:

 ვიცი, იტყვი, რომ უცხოური კომპანიაა და იცი რა, – ხარისხი, ალბათ, უკეთესი ექნება. მანქანის ქირაობა, განსაკუთრებით იმ ქალაქში, რომელ ქალაქსაც ცუდად იცნობ, სპეციფიურია და თითქმის მომსახურების სფეროს განეკუთვნება. ეს ვერ იქნება მხოლოდ მშრალი ბიუროკრატია. მაგალითად, გაგეთიშა ინტერნეტი და ჩარჩი სადღაც, უცხო ადგილას, ადგილობრივ გამქირავებელს დახმარება შეუძლია და იმედი გაქვს.  ადგილობრივ პირს აუხსნი, რატომ მოგიწია მანქანის დასვრილ მდგომარეობაში მიყვანა, ბათუმის იმდღევანდელი, წვიმიანი ამინდიდან გამომდინარე და გაიგებს, ვერ გაიგებს იგივეს უცხოური კომპანია. ადგილობრივ დამქირავებელს რომ სთხოვ, ხუთი წუთი მაგვიანდება და გთხოვ, არ დამიმატო ჯარიმა, დიდი ალბათობით, მაგასაც გიგებს, იცნობს ის იმ ქალაქს და იცის, როგორი რთულია დროულად ადგილზე მისვლა, მაგრამ ამას ვერ გაგიგებს უცხოური კომპანია, რომელიც იტყვის, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც შენ უნდა გადაიხადო დამატებით კიდევ ერთი დღის თანხა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია. მას მზა შემოთავაზებები აქვს და არაა მორგებული ერთი დამქირავებლის ისტორიას, ვერ და არ გადაუხვევს თავისივე დადგენილი პირობებიდან. 

​რაც შეეხება ქართულ პლატფორმას, როცა დაგჭირდება მანქანის ქირაობა, სწორედ ამ გვერდიდან შეგიძლია, ადგილობრივ გამქირავებლებსაც დაუკავშირდე, აარჩიო საჭირო, ხელმისაწვდომი მომსახურებას. აქ არ არის მზა შემოთავაზებები, მეტიც,  – კონკურენციაა და თითოეული, მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს შენს საჭიროებებს, თანაც ისე, რომ სამართლებრივად ყველა დეტალი იყოს გამართული.

ტურისტი იქნება თუ ადგილობრივი, ვინც ამ საიტზე ეძებს მანქანას, მან იცის, რომ იქ არ შეხვდება გიგანტური კორპორაციის ფასები, იქ იქნება კონკურენციაც, ვაჭრობაც, პირობების შეჯერებაც და შესაძლოა, მეგობარიც კი გაიჩინოს ბათუმში, რადგან ამ გვერდიდან უშუალოდ მანქანის მეპატრონეს უკავშირდები, არ გვხვდება ბიუროკრატია, არ გვხვდება გაწერილი წესები, მოქნილია. 

და ბოლოს, მათ, ვისაც ახლა უნდა მანქანის გაქირავება – ვინც ახლა იწყებს ამ ბიზნესს, ბლოგის პირველი ნაწილი სწორედ თქვენთვისაა, თავადვე გადაამოწმეთ და ნახავთ, რამდენი უცხოური, გიგანტი კომპანიაა ბაზარზე, ესე იგი, მოთხოვნა არის. მოთხოვნა არის და მიაწოდე – კარგი პირობებით, სასიამოვნო კომუნიკაციით. თუ გადაწყვეტ და პირველ განცხადებასაც განათავსებ ქართულ საიტზე, ეცადე სათაურში იყოს მეტი კონკრეტიკა, ტექსტი იყოს საინტერესო, სახალისო დეტალიც შეიძლება დაურთო – მაგალითად, რომ მხოლოდ შენ იცი და მიასწავლი, სად ცხვება ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური და სმაილი. 

წარმატებებს გისურვებთ გამქირავებლებსაც, დამქირავებლებსაც და რაც მთავარია ბედნიერი, ხალისიან, ლაღ, ლამაზი მოსაგონებლებით სავსე ზაფხულს. 

თეგები: მანქანა ქირითმანქანა ქირით დღიურადმანქანის გაქირავებამანქანის დაქირავება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved