„შორტებით რომ არ უშვებენ კაცებს სხდომათა დარბაზში, ხომ იცით?
ახლა იწყება თოშხუა/შერვაშიძის სხდომა და მანდატურები გვეუბნებიან, რომ ქალები, ვისაც “ბრეტელებიანი” მაისური/კაბა აცვია, ვერ დაესწრებიან სხდომას.
მოსამართლის (ეკა ბარბაქაძე) თხოვნააო.
ვინც დარბაზში ვართ ერთმანეთს გავუნაწილეთ მოსაცმელები და ახლა მანდატური გავუშვით დერეფანში დარჩენილებთან, იმათგან რომ ვითხოვოთ – 4 მოსაცმელი გვაკლია, მხრებს რომ გვიფარავდეს ისეთი“— წერს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე სოციალურ ქსელში.
ანალოგიურ ინფორმაციას აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანიც:
,,თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე აფხაზეთიდან არიან.
ბექა გოცირიძის სარჩელით დააკავეს ორივე.
შემოვედით დარბაზში და ჰოი საოცრება, მანდატურები გოგოებს ეუბნებიან რომ მკლავები უჩანთ და დარბაზი უნდა დატოვონ.
აგვისტოში, სასამართლოში, თუ უმკლავო ზედით მოხვალთ, დარბაზში არ შემოგიშვებენ.
შემოიყვანეს ბიჭები. დარბაზში ტაშია.“
კომენტარები