• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მანდატი პარტიისაა! დადე მანდატი და თუ გინდა პუტინთან მოაწერე ხელი! იქნებ მელიას შეეკითხო, უნდა შენი დახმარებაა? – “ენმ”-ის ამომრჩეველთა კომენტარები

ალია ავტორი - ალია
19:48 04-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

“ენმ”-ს წევრი გია ბარამიძე, უკვე ყოფილს თანაგუნდელს, სალომე სამადაშვილს პასუხობს სოციალურ ქსელში პოსტით, რომელ პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

გია ბარამიძე:

„გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე და „ენმ“-ის ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო, რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს.

მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.

რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია ჩვენი წევრების დიდმა ნაწილმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ის სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი. ასე რომ, ვფიქრობ ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოების და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის“

სალომე სამადაშვილი:

მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.ამნისტიის კანონზე ვმუშაობთ, რომ მელიას ბრალდება მოეხსნას, იქით ლელოს ინციატივას ვეხმარები ბრუსელში, რომ ეგება უფრო ადრეც გამოვიდეს. და შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს.

გია ბარამიძე:

თქვენს უზრდელობას გავატარებ ცხადია, (სულ არ მიკვირს) რაც შეეხება დებატებს, თქვენი ინიციატივა იყო გუშინ ქალბატონი ემა ტუხაშვილის ეთერში და გამოგეხმაურეთ.არც ის მიკვირს, რომ საჯაროდ თქვენსმიერ ნათქვამიზე ამჯერადაც გადადიხართ და დებატის სურვილი გაგიქრათ.პ.ს. ნიკას გათავისუფლებაზე როგორ ზრუნავდით, ეგ უკვე დავინახეთ.მე და ჩვენი გუნდი (თქვენი ყოფილი გუნდი ანუ) იმას “ვაკეთებთ” რასაც ვამბობდით და ხალხს ვეუბნებოდით.

სალომე სამადაშვილი:

ახალ სახეებს სხვა პოზიცია აქვთ, მაგრამ პოლიტიკოსები არ არიან ჯერ მაინც და არ იციან, როგორ დაიცვან საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. მაგათაც გააქცევენ პარტიიდან ალბათ, დროზე თუ არ გამოვიყვანეთ მელია ბოიკოტს აუცილებლად მოყვება ოპოზოციის ჩამოშლა. რაც აქ, თქვენს თვალწინ ახლა ხდება. სამწუხაროდ. ამიტომ იყო შეცდომა ენმ-ის უარი ხელმოწერაზე. ის რაც ბოიკოტის გამაჯვებად უნდა გამხდარიყო, გახდა ოპოზიციური განხეთქილების მიზეზი. მაგრამ კიდევ არის შანსი. ამიტომაც ვეუბნები მელიას გამოსვლანდე უარს დებატებზე. ეგება გადაარჩინოს კიდევ ნიკამ ოპოზიციური ერთიანობა.

კომენტარებში “ენმ”-ის მომხრეები წერენ:

“ქალბატონო სალომე აღიარეთ რო ბიძოს ინტერესები დაიცავით და ამიტ უფრო გაგიგებს ხალხი და არ გექნება ამდენი ლაძღვა ერთხელ მაინც იქონეთ გამბედაობა სიმართლის თქმის”

“მანდატი დატოვე ეგ მანდატი იმ მარგინალი ბრბოს წყალობით გაქვთ ბარამიძე რო იცავს თქვენი ლანძღვისგან”

“ოპოზიციის ჩამოშლას რას უწოდებთ არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციის განხეთქილება სულმოკლეობას და სულგაყიდულობას მოყვა და არა ბოიკოტს.ჩვენ მიტომ მოგეცით ხმა, რომ გვჭირდებოდა რადიკალური ცვლილებები, (ბოლოსდაბოლოს ხვალინდელ დღეს ცოტა იმედით მაინც რომ შეგვეხედა) და არა თქვენი პარლამენტში დასაქმებისთვის. ამ ბოიკოტით არჩევნების მორიგ მოპარვას უნდა დასმოდა წერტილი, (ასევე როგორც ნიკა მელიას ქმედებით ტყვეებით ვაჭრობას).რას გვეუბნებით, ივანიშვილი ყოველჯერზე მოიპარავს არჩევნებს და თქვენ, არიქა ოპოზიციური ერთობა არ დაგვერღვესო და გაყალბებულ პარლამენტში ისხდებით უკუნითი უკუნისამდე?კიდევ ერთხელ გეკითხებით, 2016_ში რომ შედით რა გააკეთეთ? ვერაფერი.”

“მანდატი პარტიისაა! დადე მანდატი და თუ გინდა პუტინთან მოაწერე ხელი! ან რა უფლებით მიაწერე ხელმოწერას “ენმ”??? მანდატი მოიპოვა არა ვინმე “პრადვინუტი” სალომე სამადაშვილმა, არამედ ენმ წევრმა სალომე სამადაშვილმა! შმოკერია/ჭვიშტარიებივით ნუ მოიქცევი. ახლა იმათაც კი გაჯობეს. დადე მანდატი და გააგრძელე “პრადვინუტობა”. როგორც სავეცკი დროში მოსკოვს შესციცინებდნენ, ახლა გრიგოლ ვაშაძე და შენ ისე შესციცინებ ბრიუსელსა და ვაშინგტონს, როგორც ბრიუსელის გარკომს და ვაშინგტონის აბკომს. მასე თუ გაუგორდები, შესაბამისად მოგექცევიან. პრინციპულ პოზიციას თუ დაიკავებ, ისინიც პატივს გცემენ! მართლა გარკომი და აბკომი ნუ გეგონება.”

“ჯერ ხელი მოაწერეთ და ეხლა არკვევთ 20 ივნისის ამნისტია ვის ეხება და ვის არა, აქედან ჩანს თქვენი პრიორიტეტები.”

“მელიას თუ ცნობდი პარტიის თავმჯდომარედ მისი აზრები და გეგმები უნდა გცოდნოდა. მის დაუკითხავად ეს ნაბიჯი არ უნდა გადაგედგა. იქნებ მელიას შეეკითხო უნდა შენი დახმარებაა? აქაც ხომ არ ჩქარობ. მითუმეტეს წერილი გამოაგზავნა ,” მე თქვენ წელში გადამტეხეთო” დიახ თქვენ მოგწერათ დ არა ჩვენ მის მხარდამჭერებს.” 

“პარტიასთან ერთად მანდატიც უნდა დატოვოს. ელენე ხოშტარიას მაგალითი სახეზე გვაქვს.”

“მელია რომ გამოვა და როცა გამოვა, თქვენი დებატები იქნება მეასეხარისხოვანი!”

თეგები: გია ბარამიძესალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved