• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანჩო გიორგობიანი „ნაცმოძრაობას“: თქვე ფაშისტებო! ისე ნუ იზამთ, იარაღი ავისხა და ისე დავიცვა ჩვენი გამარჯვება!

ალია ავტორი - ალია
10:01 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„აი, ეს დედალინაცი – კარუსელის დედოფლად ცნობილი 2012 წლამდე, 90-იანებიდან,  შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, გვიყალბებდა ყოველ არჩევნებს არაერთი ათეული პროცენტით!!!

ჯერ „მოქკავშირისთვის“, შემდეგ ნაც-რეჟიმისთვის! უღალატა მის გამქაჩავ ზურაბ ჟვანიას, თვალი დახუჭა მკვლელობაზეც და კვლავ მშვიდად გააგრძელა გამყალბებელ-მაფიოზობა!

2008-ში მოგვპარა გამარჯვება! ხოლო 2012-ში, სულ ცოტა, გაგვიყალბა 30%-ით და მაინც გადავხიეთ ნაცხლისტობა მათივე უზურპირებული საარჩევნო სისტემით!!!

ახლა ვართ გამარჯვებულები და ყოველ არჩევნებზე, საარჩევნო სისტემის ცვლილებით, მეტ და მეტ შანს ვაძლევთ უშანსო ოპოზიციას, რომ მეტი და მეტი წევრებით შემოვიდნენ პარლამენტში! ასე დავუთმეთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც! ასე შემოვათრიეთ ახალბედა პარტიები პროპორციულით და  5%-იანი ბარიერის 1%-მდე დაწევით!!! რაც თვითონ არცერთხელ არ გააკეთეს 20 წლის განამვლობაში! ჯერ შევარდნაძის მთავრობაში და პარლამენტში ეყარნენ და მერე ნაც-რეჟიმში!!!

20 წელი ხელისუფლებაში იყვნენ!!!

„გულანთებულების“ გასაგონად ვამბობ!.. არარსებულში, უშანსოში მოვუგეთ და მას მერე…

მეტი რა დათმობებზე უნდა წასულიყო გამარჯვებული „ოცნება“ კიდევ?  ყველაფერი გააკეთეს, რომ სხვა პარტიებიც შემოსულიყვნენ, ადგილებიც დათმეს!!! საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდათ და არც 20 ივნისამდე მიიღებდნენ 2024-სთვის პროპორციულ არჩევნებზე გადაწყვეტილებას!

ამიტომ შეეშვით 2020-ით ტრიპაჩს! მანამდე უკვე  გარანტირებულად გაგიფორმეს 2024-ის პროპორციული არჩევნები კონსტიტუციით!.. 2020-ში, უბრალოდ, ცოტა დაჩქარდა და დაიდო კიდეც შედეგი, 3 პარტიის მაგივრად, შემოდის 9 პარტია!.. „ოცნებას“ და ნაცხლისტობას თავისი ამომრჩეველი არ დაუკარგავს, იგივე ჰყავს, რაც 2016-ში!.. ყველა დანარჩენი პარტიის ხმები არის ახალი ელექტორატი, რომელიც არჩევნებზე ან აღარ მოდიოდა, ან ბარიერის გადაულახავობის გამო არ აისახებოდა პარლამენტში!.. ახლა, 15-20% მიეცა სრულიად ახალ პოლიტიკურ სპექტრს..

ამიტომ ენები დაიმოკლეთ!!! ნაც-რეჟიმს 20 წელი უზურპირებული გქონდათ ხელისუფლება! შევარდნაძის ეკონომიკურ ბლოკს თქვენ წარმოადგენდით მოქკავშირელების სახელის ქვეშ და მაშინაც იპარავდით, მდიდრდებოდით შევარდნაძის მოზიდული გრანტების ხარჯზე!!!

მხოლოდ სააკაშვილის 60-მილიონიანი სასამართლოს „რეფორმა“ რად ღირს, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო და შემდეგ პრეზიდენტი რომ გახდა, თავისივე რეფორმირებულს კიდევ „რეფორმა-წმენდა“ ჩაუტარა მრავალ მილიონად!..

ანუ, მანამდე სად წაიღო 60 მილიონი?! და ასე რამდენი დავთვალო?! შევარდნაძის ნაშოვნი 2-მილიარდიანი გრანტი გზაში იყო და იმიტომ მიაწყდნენ 2003-ში ხელისუფლებას!…

მას მერე, კიდევ 4 მილიარდი გრანტი-საჩუქარი გააქრეს! 12 მილიარდი ვალი არაფრისთვის აიღეს, დარეკეტებული ბიზნესებიდან ამოღებული 7 მილიარდიც ზედ მიაყოლეს – ეკონომიკა გაანულეს, სოფლის მეურნეობა მოკლეს, დამატებით ტერიტორიები რუსეთს თავიდან მოუხაზეს და ა.შ… და კიდევ რამდენი იდიოტი უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომ მკვლელებზე და მოღალატეებზე იძახოს, „საქმე კეთდებოდაო“ – გიფსოკორდონით შეთითხნილ ფასადურ კეთებაზე!!! ცირკი- შაპიტო ბოროტი მიხუნჰაუზენის და მისი კლოუნების როდემდე უნდა გჯეროდეთ?!.

20 წელი გამოჭამეს ქვეყანა..  ეს დედანაცი აყალბებდა  და მართავდა მიჰასთან, ბარამიძესთან, წერეთელთან, ბურჯანაძესთან, მაჭავარიანთან, მერაბიშვილთან და სხვა შვარდნაძის ე.წ. ლეკვებთან ერთად  8-10 წელი და მერე კიდევ 9, რომლებმაც დაგლიჯეს თავიანთი მამა-მარჩენალი, როგორც კი ძალა გამოეცალა ედიკას და წარმავალი გახდა!..

თქვე არაადამიანებო, ქართველი ხალხი ერთუჯრედიანები  ნუ გგონიათ!  თქვენი ტყუილებით ვის კვებავთ?!.. ვეღარ გაიმეორებთ 2003-ს, როდესაც ბევრი გაბრიყვდა და დაგიჯერათ! მე არც მაშინ დაგიჯერეთ და ფაშისტებს გეძახდით, მაშინაც! მართალიც ვიყავი!..

აღარ გაგამეორებინებთ! ისე ნუ იზამთ, იარაღი ავისხა და  ისე დავიცვა ჩვენი გამარჯვება!

ჩემი თავი მკიდია და საქართველოს კიდევ ერთხელ არ შეგაჭმევინებთ, დაგივლით სათითაოდ, შემოგაკვდებით თუ  ციხეში წავალ!.. მაგრამ მაგ იარაღებით რომ დაიბრიქებით, მანამდე იმას კი გადაგაყლაპებთ!!!  რამდენად გამკეთებელი ვარ, კი უნდა იცოდეთ…

დაეყარეთ ოპოზიციაში  და იყეფეთ, ან უარი თქვით რამდენიმემილიონიან დაფინანსებაზეც!

დანარჩენ ახალ პარტიებსაც, პარლამენტის 15-20% ახალი ხალხი შემოხვედით „ოცნების“ ცვლილებების გამო, შეირგეთ რა!!!

ტრიბუნა მოგეცათ და გაიორმაგეთ, გინდაც გაისამმაგეთ ადგილები შემდეგი პარლამენტისთვის, რას ადურაქებინებთ თავს ამ ნაც-ნაძირალებს!

ამ ბოიკოტით „მაგნები“ არ დაზიანდებიან, თავიანთ ელექტორატს არ დაკარგავენ, თქვენ კი ნამდვილად არ მოგეცემათ  პროგრეს(ი)ის საშუალება!..“ – წერს მანჩო გიორგობიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved