• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მან შეცვალა პოლიტიკოსის აღქმის ჩვენებური ტრადიცია, რომლის მიხედვით, წინა პლანზე, ლიდერის პოზიციაზე, “ბამბანერკა” ტიპი უნდა იდგეს” – ქეთევან ენუქიძე ლევან ხაბეიშვილზე

ალია ავტორი - ალია
23:27 09-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,688

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე:

,,ლევან ხაბეიშვილი თანამედროვე პოლიტიკის ყველაზე ფეიერვერკულ, დინამიკურ, პულსირებად სახედ ჩამოყალიბდა.
მარტო ის რად ღირს, ყველა “ხაბედ” რომ მოიხსენიებს, თითქოს ბავშვობიდან იცნობს და ახლობელია…
და ამისთვის არავითარი პიარული სვლები და მანიპულაციები არ დასჭირვებია.
ეს ცოტას არ ნიშნავს საჯარო პირისთვის.
ჩვენ დიდხანს ვმეგობრობდით და მისმა პირველმა ნაბიჯებმა ჩემ თვალწინ გაიარა.
ხან ვეჯიჯღინებოდი, ხან რაღაც არ მომწონდა, ხან მაღიზიანებდა კიდეც, მაგრამ ერთი უდავო ფაქტია: თანამედროვე პოლიტიკოსებს შორის ასეთი უკომპრომისო, უშიშარი ტიპი არ მეგულება…
არც სახალხო (როგორც აღნიშნავენ ხოლმე)…
რა არ გაიარა, მაგრამ არც ლანძღვამ, არც ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ, საერთოდ არაფერმა – უკან დახევის ფიქრიც კი არ გააჭაჭანა მის გონებაში.
ბორკილების დადების დროსაც კი!
გული მტკიოდა, შარშანდელი ტრავმისგან დაზიანებულ მის თვალს რომ ვხედავდი, მაგრამ იმ გზამ მხოლოდ გააძლიერა და ზუსტად ვიცი, ციხიდან კიდევ უფრო ძლიერი და მტკიცე გამოვა.
მე მიხარია, რომ წაკბენების, ღია თუ ფარული შეურაცხყოფის, დაკნინების მცდელობის მიუხედავად, არასდროს შეუშინდა არც სნობებს და არც ფიზიკურ წინაღობას.
მეტიც! მან შეცვალა პოლიტიკოსის აღქმის ჩვენებური ტრადიცია, რომლის მიხედვით, წინა პლანზე, ლიდერის პოზიციაზე, “ბამბანერკა” ტიპი უნდა იდგეს.
არის დრო, როდესაც სიმტკიცე და სიმამაცე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ციცერონის რიტორიკა…
ძალიან ახალგაზრდაა ჯერ და ბევრი გამარჯვება აქვს წინ.
მხნეობას და წარმატებებს ვუსურვებ!
უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ და პატივისცემას ვუდასტურებ!”

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved