• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი

ალია ავტორი - ალია
13:40 09-12-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

სატვირთოების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის, MAN-ის სატვირთო ტრანსპორტის შეძენა „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ MAN-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck and Bus-ია, რომელიც გერმანულ მოწინავე ბრენდს 2006 წლიდან წარმოადგენს.

ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ამ დროისთვის სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება MAN TGX-ის გამწევებზე, MAN TGS-ის სატვირთო ავტომობილებსა და MAN TOPUSED-ზე.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „თეგეტა ლიზინგთან“ პარტნიორობით სატვირთო ავტომობილების შეძენა ბევრად გამარტივებულია. ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ავტომობილის შესყიდვის მომენტში არ უწევს თანხის სრულად მობილიზება, ის თანხას იხდის განსაზღვრულ პერიოდებზე, რა პერიოდებშიც მომხმარებელს უკვე ჰყავს ავტომობილი, რომლითაც შეუძლია შემოსავალი გამოიმუშაოს. პირდაპირ შესყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს სხვადასხვა წყაროდან უწევს თანხის მოძიება. „თეგეტა ლიზინგით“ სარგებლობის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ სჭირდება და შეუძლია, ხელსაყრელი პირობებით, თეგეტაშივე შეიძინოს ტექნიკა და აქვე ისარგებლოს სპეციალური სალიზინგო პირობებით, რაც გაცილებით მარტივი და კომფორტულია“.

MAN TOPUSED-ის შემთხვევაში მომხმარებელს ერთწლიანი შიდა 0%-იანი ლიზინგით სარგებლობა შეუძლია. ეს მიმართულება მომხმარებელს მეორად სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს. თითოეული მათგანი MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრის მიერ არის შემოწმებული და სერტიფიცირებული. ნულპროცენტიანი ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი არცერთი ლარით მეტს არ იხდის.

რაც შეეხება MAN TGX-ის გამწევებს, რომლებიც გამოირჩევა საიმედოობით, სიმძლავრით, ინოვაციურობითა და კომფორტით, მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება – შიდა საოპერაციო ლიზინგი სამწლიანი ვადით, მომხმარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით.

სამწლიანი შიდა საოპერაციო ლიზინგი ვრცელდება ასევე MAN TGS-ის სატვირთოებზე, მომხარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით. MAN TGS-ის სატვირთოების მთავარი მახასიათებლებია საიმედოობა და ეფექტიანობა. მისი თვითმცლელები საკარიერო სამუშაოებში გამოიყენება.

„თეგეტა ლიზინგის“ კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საოპერაციო ლიზინგის დასრულების შემდეგ, განაახლოს, დააბრუნოს ან გამოისყიდოს სატვირთო ავტომობილი. ამისათვის „თეგეტა“ მომხმარებელს სთავაზობს ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგებს. ფინანსური ლიზინგის ბოლოს მომხმარებელს შეუძლია, დარჩენილი ღირებულება გადაიხადოს და ავტომობილი მის საკუთრებაში გადავა. საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში კი, მომხმარებელი იხდის კონკრეტულ ყოველთვიურ გადასახადს, სარგებლობს ავტომობილით და ლიზინგის ვადის გასვლის შემდეგ ავტომობილი ლიზინგის გამცემ კომპანიას რჩება.

ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და, სტანდარტული სესხისგან განსხვავებით, ბევრი უპირატესობა აქვს. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.

­­__

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved