• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა წოწერია: შეხვედრებზე მოსახლეობას კონკრეტულ გეგმებს ვაცნობთ და საკითხებს ერთად ვაჯერებთ

ალია ავტორი - ალია
13:29 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობასთან კარდაკარ ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს. მერობის კანდიდატი დღეს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მოსახლეობას სოფელ ცაცხვის სხვადასხვა უბანში შეხვდა. მამუკა წოწერიას განმარტებით, ყველა სოფელში წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით შედის.

„ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. ვისაუბრეთ სოფელთან დაკავშირებულ პრობლემებზე. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით ჩვენი გეგმები, კონკრეტული საკითხები შევაჯერეთ მათთან. გამოიკვეთა ორი ძირითადი გამოწვევა, ეს გახლავთ წყალმომარაგებისა და სანიაღვრე არხის მშენებლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ცაცხვის წყალმომარაგების პროექტი ცაიშისა და ურთის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად აქტიურად მუშავდება და უახლოეს ხანებში უკვე დავიწყებთ წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, აუცილებლად აისახება ჩვენს განსახორციელებელ გეგმებში და  ეს პრობლემაც გადაიჭრება“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ცაცხვში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის მნიშვნელოვნად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა გამსახურდიას, ჯობავას, კოსტავას ქუჩებზე, ასევე მოეწყო გარე განათება.

ინდივიდუალური შეხვედრების დროს მამუკა წოწერია ნიჭიერ ახალგაზრდას თამთა ჯღარკავას და მეფუტკრე ფერმერს კობა ოყუჯავას შეხვდა.

„შეხვედრების დროს გავიცანი ნიჭიერი ახალგაზრდა თამთა ჯღარკავა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტია. თამთა ჩინური ენის სპეციალისტიცაა. მან პირობა მომცა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ზუგდიდს მოახმარს“ – აცხადებს მამუკა წოწერია.

თეგები: მამუკა წოწერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved