• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა წოწერია მოსახლეობას სოფელ კახათში შეხვდა

ალია ავტორი - ალია
00:49 08-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრა დღეს სოფელ კახათში გამართა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი სოფლებში კონკრეტული სამოქმედო გეგმით შედის. ამჯერადაც მერობის კანდიდატმა სოფელ კახათის მცხოვრებლებს საგუგუჩიოს და წმინდა ნინოს ქუჩების სრული რეაბილიტაციის გეგმა წარუდგინა.

„მოსახლეობასთან  ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად სოფელ კახათში, მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ გუგუჩიასთან ერთად, გავმართე. საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ვისაუბრეთ სოფლის პერსპექტივებზე, აქაც კონკრეტული სამოქმედო გეგმით მოვედით, სოფელში ორი მნიშვნელოვანი გზა საგუგუჩიოს უბანში და წმინდა ნინოს ქუჩაზე კაპიტალურად აშენდა. ასევე, კოსტავას ქუჩის პროექტირება დავასრულეთ, ეს უმნიშვნელოვანესი გზაა სოფელ კახათისთვის და ძალიან  მალე დაიწყება ამ გზის მშენებლობა. ასევე მოხდა  სოფელში არსებული სხვადასხვა გზის, სკოლის რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე ძირითადი ინფრასტრუქტურა ამ სოფელში მოგვარებულია, თუმცა არსებობს გამოწვევა, ეს გახლავთ სანიაღვრე არხები, რომლის სისტემის  პროექტირებას განვახორციელებთ და უახლოეს ხანებში ვეცდებით წყალმივარდნებისგან მიყენებული ზიანი ამ სოფელს ავაცილოთ, შესაბამისად სოფლისთვის დაიგეგმება ის სამუშაოები რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის” – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მამუკა წოწერია დღის ბოლოს ფერმერ მამაშვილს გივი და გოგა ჩახაიებს შევხვდა. ჩახაიებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიდ უფასოდ მოცვის პლანტაცია გააშენეს.

დღეს სოფელ კახათში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი პირველი მოდგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა დაესწრნენ

თეგები: მამუკა წოწერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved