• რეკლამა
  • კონტაქტი
11:48, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა წოწერია მოსახლეობას აბასთუმანსა და ხეცერაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო

ალია ავტორი - ალია
12:11 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერია მოსახლეობას აბასთუმანსა და ხეცერაში შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო. მამუკა წოწერია შეხვედრებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ედიტა კოდუასთან, საკრებულოს სიის პირველ ნომერთან ირაკლი გოგოხიასთან და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ბოლოს მამუკა წოწერიამ შეხვედრები ქალაქის ტერიტორიაზე, ხერგიანის ქუჩაზე გამართა და მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ყურაშვილთან ერთად შეხვდა.

„წინასაარჩევნო შეხვედრები გავმართეთ ხეცერისა და აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე ქალაქში ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონკრეტულად ხერგიანის ქუჩაზე კარდაკარ შეხვედრები. კარგია, რომ სოფლად ხეცერასა და აბასთუმანში ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ასევე პერიფერიული გზებიც რამდენიმე კაპიტალურად მოეწყო. გამოიკვეთა ასევე ძირითადი გამოწვევები,  ეს არის წყალმომარაგება და პერიფერიული გზების ნაწილის მოწესრიგების საკითხი, რაც ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმაში აისახება.  რაც შეეხება ქალაქში ხერგიანის ქუჩას, კარგია რომ ძალიან მალე დაიწყება კაპიტალური გზის მშენებლობა, ასფალტის საფარით. ასევე, ,,სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოეწყობა მინი სპორტული მოედანი. აქაც ძირითად გამოწვევებზე ჩამოვყალიბდით და შესაბამისად უახლოეს ხანებში დავიგეგმებით და განვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს! – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

აბასთუმანსა და ხეცერაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: მოხდა ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია, ორივე სოფელი გაზიფიცირებულია, განხორციელდა აბასთუმნის ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხეცერის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნების მოწყობა.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.

თეგები: მამუკა წოწერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved