• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა” – ნიკა შენგელია

ალია ავტორი - ალია
15:05 09-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, ეკონომისტი ნიკა შენგელია მსესხებლებისთვის დროულ და საჭირო ინიციატივად მიიჩნევს. 

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფონიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები.

“ლელოს” შეთავაზებაა მთავრობისადმი, შეიქმნას გარანტია მოსახლეობისთვის, რომ ძველი კრედიტები გადაფინანსდეს. ამით ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ეს შეთავაზება ძალიან დროული და საჭიროა მოსახლეობისათვის. თუ მთავრობა ყურად იღებს ამ ინიციატივას და გაატარებს პრაქტიკაში, მოსახლეობა და ბიზნესი ამოისუნთქებს. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიისას ბანკებმა 3 თვით გადაავადეს სასესხო ვალდებულებების შესრულება, შემდეგ კიდევ ვინც მოითხოვა გადავადება, კვლავ სამი თვით გადაუვადდა. საბოლოო ვადა სექტემბრის ბოლოს იწურება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, მთავრობა ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს მსესხებლებს  სესხების გადავადების საკითხში. ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა დროული და საჭიროა. არ ჩნდება ბუნდოვანების განცდა, გარკვევითაა მინიშნება, რომ უნდა გადავადდეს, რეფინანსირება მოხდეს ისე, რომ პროცენტი არ დაემატოს და წლების მანძილზე გადაუნაწილდეს მოსახლეობას აღებული სესხი,” – აცხადებს ნიკა შენგელია. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შექმნას დროებითი საგარანტიო  მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მცირე რესურსი, რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს დროებითი მექანიზმი იქნება ჩანასახი იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც ლელოს “მარშალის გეგმაშია” მოცემული.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძენიკა შენგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved