• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – ყველა ჰესი უნდა აშენდეს გზშ-ს ევროპული სტანდარტით და ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გახდეს თანამესაკუთრე

ალია ავტორი - ალია
14:44 07-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დღეს, 26 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ლანჩხუთში რიგით 29-ე რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა გახსნა. 

“ლელოს” ლიდერები ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პოლიტიკური გაერთიანების შესახვედრად 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და პარტიის ლიდერებს გურიის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. 

ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად “ლელოს” თავმჯდომარემ იური კუპრაძე წარადგინა და მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოვიდა. 

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გამოსვლისას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა
ყურადღება, როგორიცაა ქვეყანაში ჰესების მშენებლობა. მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ჰესის თანამეწილეები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც მეტ შემოსავალს მისცემს მათ. 

“წინა კვირას მოვინახულე აჭარის ერთ-ერთი სოფელი, სადაც აშენდა უზარმაზარი ელექტროსადგური. ამ
მშენებლობის შედეგად სოფელმა დაკარგა სასმელი წყალი. ეს სოფელი გამოაცხადეს წითელ ზონად და იქ მაცხოვრებლებს სოფლის დატოვება და ქობულეთში ცარიელ კარკასებში ცხოვრება შესთავაზეს. ამ პრობლემის წინაშე დგას რაჭა, გურია და ნახევარი საქართველო. მე საქმიდან მოვდივარ და ვიცი სწორად, როგორ უნდა მივუდგე ნებისმიერ პროექტს. როდესაც საქმე ეხება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, ამ დროს ჩვენი ამოცანაა, ის აშენდეს საერთაშორისო სტანდარტით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰესი ადამიანებს მოუტანს სარგებელს და არ დაანგრევს ბუნებას. “ლელოს” მოდელის მიხედვით, რომელ სოფელშიც აშენდება ჰიდროელექტროსადგური, იმ სოფლის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები გახდებიან მისი თანამფლობელები. მაშინ იმ ოჯახების შემოსავალი გაიზრდება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა.
პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის  თქმით, “ლელოს” მთავარი ამოცანაა, სოციალურად დაუცველ
მოსახლეობას დახმარება შეუნარჩუნდეს მას შემდეგაც, რაც ისინი სამსახურს დაიწყებენ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, ფეხზე მყარად დადგნენ. “ლელო” მათ სამსახურის პარალელურად სოციალურ დახმარებასაც შეუნარჩუნებს, მინიმუმ ერთი წელი. ამ მოდელის ეფექტურად ასამუშავებლად პოლიტიკური გაერთიანება უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში კანონპროექტს წარადგენს.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved