• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – „ჩვენ არ უნდა გადავაყოლოთ მთავარი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არჩევნები“

ალია ავტორი - ალია
23:30 10-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ქუჩა არ არის გადამწყვეტი, ხვალ ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი.”  – აღნიშნა “ლელოს” ლიდერმა
აქ არ არის საუბარი ერთი პარტიის, თუნდაც “ლელოს” გამარჯვებაზე, ხვალ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. მე თუ არჩევანი მაქვს, რომ “ლელომ” გააუმჯობესოს თავისი შედეგი, მიიღოს გაცილებით მეტი ხმა, ვიტყოდი, რომ ჯობია ერთიანად მოიგოს ოპოზიციამ და ჩვენ გადავიდეთ კოალიციურ მართველობაზე, დღეს ეს ბევრად მნიშვნელოვანია; დღეს ეს ბევრად სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს, განვითარებას…. არჩევნები სწორედ იმას ემსახურება, რომ ვერცერთმა ძალამ ვერასდროს საქართველოში ვერ მოიპოვოს მმართველობა ისეთი, როგორიც დღეს აქვს „ოცნებას” ან, როგორც ქონდა „ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენი მთელი არსებობა და ბრძოლა იმისკენ მიდის, რომ „ლელო” შემოვიდეს ამ არჩევნებში და რა თქმა უნდა სხვა პარტიებთან ერთად, იყოს დამბალანსებელი, რომ აღარ მოხდეს ხელისუფლების და ძალაუფლების უზურპაცია. “ლელოს” აქვს ამბიცია, რომ იყოს კოალიციის ავანგარდში.” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ
“ლელოს” ლიდერმა მიხეილ საკაშვილის დაკავებაზე და ხვალინდელი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ  ხვალ, თითოეული მოქალაქე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და შემოხაზოს ოპოზიცია, რადგან ქვეყანაში არ გაგრძელდეს ორ პოლუსიანობა თუ ქვეყანას უნდა ალტერნატივა, ამისათვის მოსახლეობამ ოპოზიციას უნდა დაუჭიროს მხარი.
“ხვალ ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ჩვენ არ უნდა შევიდეთ ისევ იმ 30 წლიან ჩაკეტილ წრეში, არ უნდა აღმოვჩნდეთ ისევ ორ პოლუსიანობაში იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვინდა ალტერნატივა, ამისათვის ოპოზიციას მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
“რაც არ უნდა პრობლემა იყოს კაცის დაჭერა, რომ მისალოცი ხდება უკვე წარმოუდგენელი და ამორალური ამბავია. ნებისმიერი ადამიანის, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი. აქ გამოჩნდა “ქართული ოცნების” მორალური სახე, ბიძინა ივანიშვილს მიულოცეს კაცის დაჭერა, რაც უკვე ძალიან ცუდია.
მაგრამ ჩვენ ამაზე საუბარს და განხილვებს არ უნდა გადავაყოლოთ მთავარი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არჩევნები. ქუჩა არ არის გადამწყვეტი, ხვალ ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. ჩვენ არ უნდა შევიდეთ ისევ იმ 30 წლიან ჩაკეტილ წრეში, არ უნდა აღმოვჩნდეთ ისევ ორ პოლუსიანობაში იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვინდა ალტერნატივა, ამისათვის ოპოზიციას მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი, ალტერნატიულ ოპოზიცურ ძალებს” – მამუკა ხაზარაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved