• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე: “ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია, ამიტომ მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ!”

ალია ავტორი - ალია
23:18 09-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიციისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებებში პაუზაა აღებული.

„ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით – გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას მეთაურობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. ეს არაა ტექნიკური ტიპის საკითხები. მოლაპარაკება არაა დამთავრებული. ავიღეთ პაუზა“, – განაცხადა მან პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

“მინდა ყველამ კარგად გაიაზროს, ჩვენ ზუსტად ერთ თვეში გველოდება მძიმე სურათი – იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უკვე კოკოითი ითხოვს საქართველოს მხრიდან სამაჩაბლოს აღიარებას, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების ფონზე, სადაც ამბობს, რომ ჩვენ, ქართულმა სახელმწიფომ, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოკუპანტებს.
ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი პიროვნული უნდა გადავდოთ გვერდზე, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ყველაფერი. თქვენ დაინახეთ, რომ მე ეს შემიძლია, ჩემს გუნდს ეს შეუძლია. ჩვენ ვაკეთებთ სრულ კონსოლიდაციას იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც გაურკვევლობა ან კონფლიქტი გვქონდა, ერთი მიზნისთვის – ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფალი არჩევანი! ამიტომ, რაც არ უნდა მაკრიტიკოთ, რაც არ უნდა თქვათ, რამდენად სწორია ამა თუ იმ ადამიანთან ხელის ჩამორთმევა, მე, როგორც თავისუფალმა ადამიანმა ერთი რამ ვიცი – ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, თქვენ, ვინც ახლა გვისმენთ, 26 ოქტომბრის შემდეგ იცხოვროთ თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად, რომ ვიყოთ დაცულები, სტაბილური მშვიდობის გარანტორები და ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან და არ აღმოვჩნდეთ იმ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს.
ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია, ამიტომ მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეულ ადამიანს მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

(R)

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved