• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამისმკვლელო ეკა, ნუ მოკლავ შენ მშობლებს…” – ციხის მოგონებები

ალია ავტორი - ალია
20:39 07-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

ენმ-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, სოციალურ ქსელში, წერს:”

“18 წლის ვიყავი,როდესაც მითებით გაგონილ кгб-ს ციხეში თავად აღმოვჩნდი. თუ არ ვცდები ეს უკვე მესამე ან მეოთხე პატიმრობა იყო.

ჩემთან ერთად უამრავი თვალებახვეული პატიმარი მიგვიყვანეს გაურკვეველ ადგილზე.

ნარკოტიკებით გაბრუებული ავტომატიანები სურვილისამებრ გვანაწილებდნენ. ჩქარი ნაბიჯებით ჩაგვარბენინეს დაუსრულებელი კიბეები და რკინის კარებები მოგვიჯახუნეს.

საკანში დამხვდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც დამტვრეული ქართულით მითხრა- “გამარჟობა’ (რაღაცნაიირი ქალბატონი იყო, თბილ სიტყვებს მკაცრად რომ გამოთქვამენ ხოლმე, ისეთი)

ვერაფერს ვხედავდი, არსაიდან ჩანდა სინათლე, მხოლოდ ინტუიციით ვხდებოდი, რომ საკანში ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანი იყო. შემეშინდა.ვცდილობდი თავი ღირსეულად დამეჭირა, ამ რუსულენოვანი უცნობისთვის ჩემი განცდები არ გამემხილა.

თავად მომიახლოვდა და მითხრა-“ნუ გეშინია. მე ვალერია ნავადვორსკაია ვარ ზვიადის და მერაბის მეგობარი “…

რომ გითხრათ ნდობით აღვივსეთქო არ ვიქნები მართალი, მაგრამ გარკვეულწილად შვება ვიგრძენი. ხმას არ ვცემდი, თავადაც მიხვდა და მხოლოდ პლედი შემომთავაზა გასათბობად .

ეს ჯურღმული ბერიას მიერ აშენებული საპყრობილე გახდათ. უკვე უფუნქციო, მაგრამ ჩვენთან გასასწორებლად ფუნქციადაბრუნებული. მიუხედავად იმისა, რომ ივნისი იყო, მთელი პატიმრობის მანძილზე მატყლის საბანი გვეფარა…

გათენდა.ამასაც იმით მივხვდით, რომ აგვიყვანეს ადმინისტრაციის კაბინეტებში, დაგვირიგეს ცარიელი ფურცლები და “მონანიების” დასაწერად წარმატება გვისურვეს.

შევარდნაძე არჩევნებისთვის ემზადებოდა და ჩვენც მისთვის უნდა მიგვეძღვნა სინანულის სიტყვები. რამდენიმე ცდის შემდეგ უარის გადასათქმელად ამიყვანეს დირექტორის ოთახში. დამსვეს მარტო. ვერ მივხვდი რას ველოდებოდი ისე გადიოდა საათები…

დირექტორი არ იყო ცუდი ადამიანი, მგონი ვეცოდებოდი კიდეც. ასე მომმართავდა -“მამისმკვლელო ეკა, ნუ მოკლავ შენს მშობლებს და იფიქრე მათზე “.

მოსაღამოვდა.დირექტორი გივი აღელვებული დაქროდა დერეფნებს შორის. ეტყობოდა,რომ საპატიო სტუმარს ელოდებოდა. უცბათ გაიღო კარი და შემოდის ანზორ ბალუაშვილი ჯიმი ყიფიანთან ერთად.

ჯერ მშვიდად მირჩევენ , რომ ჩემთვის ასე აჯობებს და უნდა დავუბრუნდე “ნორმალურ” ცხოვრებას, რომ დედა ძალიან წუხს და უნდა მესმოდეს მისი. ჯიმი ყიფიანი გვენათესავებოდა და დედას წერილი გადმომცა, ახლაც მახსოვს ასე იწყებოდა -“ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს “…

მძიმე წასაკითხი იყო და ჩათვალეს გაიმარჯვეს … ბალუაშვილმა მომაწოდა ფურცელი ხელისმოსაწერად. მითხრა, ჩადი საკანში. დაფიქრდი და ჩვენ აქ გელოდებითო.

ჩავედი. დავჯექი კუთხეში და ვფიქრობდი მხოლოდ დედაზე. ქ-ნმა ვალერიამ ძალიან ფრთხილად მოსინჯა ჩემი ძალები. მითხრა კიდეც, თუ ეს საქმე შენი ბავშური გატაცებაა, რაც მალე გათავისუფლდები ამ აზარტისგან შენთვის აჯობებსო. მაგრამ თუ აცნობიერებ შენს პასუხისმგებლობას -არ დანებდე, შეიძლება ახლა მარტო ხარ, მაგრამ იცოდე შენთან ერთად მთელი თავისუფალი სამყაროა და ნუ შეგეშინდებაო…

დირექტორმა გივიმ საბოლოო პასუხისთვის მომაკითხა. უარი გავატანე და ცოტა ხანში ისევ ამიყვანეს ადმინისტრაციულ ოთახში. ბალუაშვილი უკვე შეურაცხადივით ღრიალებდა. წინ დამიდო ჩემი ბრალი -სამშობლოს ღალატი და შემაგინა. უმართავი გავხდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ სახეში სილა გავაწანი. სასოწარკვეთილი ყიფიანი შუაში ჩახტა.

სასწრაფოდ ჩამათრიეს საკანში და ნუგეშისთვის ბღავილით ჩავეხუტე ქ-ონ ვალერიას…იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს.

მოგვიანებით, მომდევნო პატიმრობისას ჩემი მეგობარი რუსო კილაძე მეუღლესთან ერთად ჩავიდა მოსკოვში პრესკონფერენციის ჩასატარებლად, რომელსაც ქ-ნი ვალერია ხელმძღვანელობდა.

პრესა იუწყებოდა, რომ ის შევარდნაძისგან ითხოვდა “კნიგინია ხერხეულიძის” დაუყონებლივ გათავისუფლებას …

გულწრფელად ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო. ვწუხვარ,რომ ჩემი წარწერა საკანში – “აქ სასჯელს იხდიდა რუსი დისიდენტი ვალერია ნავადვორსკაია, ჩვენ ერთად შევძლებთ შევარდნაძის რეჟიმის დამხობას” ბედის ირონიით შევარდნაძის გარდაცვალებისას გამახსენდა და მესამე დღეს ქ-ნი ვალერიას გარდაცვალების შესახებ შევიტყე.

მადლობა მას საქართველოს პატრიოტობისთვის და მადლობა მას მისთვის უცნობი ადამიანის თანადგომისთვის … მადლობა, რუსო შენ, გმირი რომ ხარ და ყოველდღიურობა არ მაცლის ეს სულ მახსოვდეს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved