• რეკლამა
  • კონტაქტი
16:58, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ალია ავტორი - ალია
14:52 02-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის რეზი გამხიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, მისი შუამდგომლობა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს. მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

საქმის პროკურორი კი გლდანში მომხდარის დეტალებზე საუბრობს:

“ამ ეტაპზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა გარდაცვლილი, თავის ორ შვილთან ერთად. ბრალდებულმა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი მამა ცივი იარაღით დაჭრა. მას შემდეგ, რაც დარტყმის სიმძლავრიდან გამომდინარე დანა გატყდა, ბრალდებული სამზარეულოში გავიდე მეორე დანის ასაღებად და ამ დროს უკვე მას ხელი შეუშალა არასრულწლოვანმა დამ,” – ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გლდანში შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობას ერთადერთი მოწმე გამხიტაშვილის არასრულწლოვანი დაა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved