• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამაც აღარ მყავს!“ – ახალგაზრდა ქალს, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლებისთვის შველას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა

ალია ავტორი - ალია
12:16 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“ – აღნიშნული პოსტი გუშინ, ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში ახალგაზრდა ქალმა, მარი კაკაურიძემ კოვინფიცირებული მშობლების დასახმარებლად გამოაქვეყნა.

სოციალური ქსელის მომხმარებლის თავდაპირველი პოსტით ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს ორივე მშობელი კორონავირუსით ჰყავდა დაინფიცირებული.

„გამარჯობა! ორივე მშობელი მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები! რეანიმაცია ესაჭიროებათ! ყველა თუ ვინმე მყავდა, ნაცნობი შევაწუხე, იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ-თქო და ამ დრომდე არაფერია. იქნება დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით.

მოგვიანებით კი ამავე პოსტით ირკვევა, რომ ქალს ჯერ დედა, მოგვიანებით კი მამაც გარდაეცვალა.

„თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“ – წერს გარდაცვლილი მშობლების შვილი სოციალურ ქსელში.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მარი კაკაურიძე სოციალურ ქსელში მშობლების ინფიცირების შესახებ ვრცელ ისტორიას ავრცელებს.

“მეტრონომი” სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ. მამას გაუკეთეს პსრ-ტესტი და დააწვინეს კლინიკა „ბომონდში“.

3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში. თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად. ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი. არავინ მოდის, ჩემით მიმყავს „გორმედის“ კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად. ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია, 2 დღეა და არაფერია! 1505-ს, 112-ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი.

დედა – დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! „ბომონდში“ თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს „უნიქალმედში“! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს, ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავისი ხარჯებით !“, – წერდა მარი კაკაურიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved