გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, პრესა-ტელევიზიით თუ სადმე გამოვჩენილვარ, მხოლოდ მამაჩემისთვის! ბიზნესი მე არ მიკეთებია, კარიერა და პოლიტიკა. არც ადგილის დამკვიდრებისთვის მიბრძოლია როდესმე, რადგან ღმერთის უდიდესი წყალობით, ჩემი ადგილით დავიბადე, იქ ვარ დღესაც და ასე იქნება მარადჟამს.
არასდროს დავფიქრებულვარ და უკვე „მაიძულეს“ მეკითხა — რა სურდათ ჩემგან ჩემს მომწვევებს? აქამდე მეგონა და ჯერ კიდევ მინდა მეგონოს — სურდათ გურამ შარაძის გაუგონარი დახვრეტის შესახებ სიმართლე და ვინაიდან, დღეს ყველაფერი რეიტინგით ისაზღვრება, რა დასაძრახია, რომ რეიტინგზეც ზრუნავდნენ; ამგვარად იმკვიდრებდნენ ეროვნული, ობიექტური, მებრძოლი და წესიერი მედიების სახელს (ეს ბუნებრივია, მეც ასე ვიმოქმედებდი). უმადური არ დავრჩენილვარ — მადლობა არასდროს დამვიწყებია და სიკვდილამდე არც დავივიწყებ იმაზე, რაც წარსულში იყო. ვამბობ „წარსულში“, რადგან დღეს, ზოგიერთ მათგანს, არც ეროვნულობის შემორჩა რამე, არც ობიექტურობის და არც წესიერების! ბრძოლა — იცოცხლე, კიდევ უფრო გააფთრებული… როგორც აღმოჩნდა, საკუთარი კეთილდღეობისთვის!
მამადლით რამეს? მაშინ იცოდეთ, რომ ამას მე კი არა, გურამ შარაძეს ამადლით! რადგან მე არაფერს წარმოვადგენ, გარდა მისი შვილობისა და არც არაფერზე მაქვს პრეტენზია.
ასე რომ, თქვენი ნებაა, დაამადლეთ, ოღონდ მერე მაგრად რომ შემოგცხებენ ყბაში, აღარ უნდა გეწყინოთ”











კომენტარები