• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამა აკაკის გარდაცვალება გახდა სპეკულაციის თემა!!! არაკაცურია და დიდი უზნეობაა – ეს არის სიმართლე და ვინც ამახინჯებს რეალობას ღმერთმა შეუნდოს!!!” – ზაზა შენგელია

ალია ავტორი - ალია
20:38 08-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,164

ზაზა შენგელია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“გარდაიცვალა მამა აკაკი – ჩემი ქრისტესმიერი მეგობარი და სულიერი ძმა!!!

——————————————————————

მამა აკაკი მეგრელიშვილი იყო მხურვალე ეროვნული სულისკვეთების, უაღრესად პატიოსანი და თავმდაბალი მღვდელმსახური!..

მთელი გულითა და სულით ვიზიარებ მისი მეუღლის, ჩემი კოლეგისა და კურსელის, ჩემი მეგობრის – ჩემი ნინოს უდიდეს ტკივილს, ვუთანაგრძნობ მის ლამაზ ოჯახს, მის დას და ყველა ახლობელს!..

მამა აკაკი გახლდათ ერუდირებული და საღად მოაზროვნე პიროვნება, რომელსაც საშური სამართლიანობის გრძნობა გააჩნდა და ყოველთვის სწორად აფასებდა ჩვენს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს!..

მას ჰქონდა ღრმა სასულიერო და საერო განათლება, იყო მრავალი წიგნის ავტორი, ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, ჰქონდა იუმორის განსაკუთრებული გრძნობა, მასთან საუბარი და ურთიერთობა ძალზედ სასიამოვნო იყო ყველასათვის!..

სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გახდა მავანისა და მავანისათვის სპეკულაციის თემა!!!

ავრცელებენ დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ მამა აკაკი, რომელიც იყო 2-ჯერ აცრილი, მას დაემართა COVID 19 და მასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად და აცრების მიუხედავად თითქოს ის ამ ვირუსისაგან გარდაიცვალა!!!

ჯერ ერთი ასეც რომ იყოს არაკაცურია და დიდი უზნეობაა ადამიანის გარდაცვალებით სპეკულირება!!!

თანაც მთავარი ინფორმაცია არ ვრცელდება მამა აკაკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რითიც შეცდომაში შედის საზოგადოება და ინერგება შიში ვაქცინაციის მიმართ!..

მამა აკაკის ჯანმრთელობა უკიდურესად სავალალო იყო მრავალი წლის განმავლობაში – ის წლების წინ დაავადდა C ჰეპატიტით, რომელმაც გამოიწვია ცეროზი და ღვიძლი უკიდურესად დაუზიანდა!..

რამდენიმე წლის წინ მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა, ამ 60 000 $-მდე ღირებულების უნიკალური ოპერაციის შემდეგ (რაც მეგობრებმა და ახლობლებმა შეუგროვეს) კორეელმა მედიკოსებმა დაუნიშნეს იმუნიტეტის დამაქვეითებელი აბები, რომელიც მუდმივად უნდა მიეღო, რათა იმპლანტი არ მოეშორებინა ორგანიზმს როგორც უცხო სხეული!..

ოპერაციამდე მისი ორგანიზმი ღვიძლის ცეროზისაგან საკმაოდ დაზიანებული იყო – არანორმალურად მოემატა რკინა, რომლისგანაც მთელი სხეული და სახე გამუქებული ჰქონდა და სიშავეში გადადიოდა!..

ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გაზაფხულზე ფაიზერის ვაქცინით ჩაიტარა 2 აცრა, რადგან აუცრელს რომ შეჰყროდა ეს ვერაგი ვირუსი, იცოდა მისი დაუძლურებული ორგანიზმი COVID 19-ს ვერ გაუმკლავდებოდა!..

ზაფხულში მის დაზიანებულ სხეულს დაემატა მიოკარდიუმის ინფარქტი და მას სიცოცხლე მხოლოდ შუნტირებით შეუნარჩუნეს!..

მამა აკაკის გულის მდგომარეობა იმდენად არასახარბიელო ჰქონდა, რომ ინფარქტამდე წირვის ჩატარების დროს ბევრჯერ ცუდადაც გამხდარა!..

ხოლო შუნტირების შემდეგ კი, როცა 2-ჯერ უკვე აცრილი იყო მას შეხვდა COVID 19, რომლისგანაც განიკურნა!!!

მაგრამ ბოლო პერიოდში გაუარესდა მისი გულის მდგომარეობა და განუვითარდა განმეორებითი ინფარქტი (რაც ხშირად ვითარდება პირველი ინფარქტის შემდეგ), რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება და არა COVID 19-მა!!!

ეს არის სიმართლე და ვინც ამახინჯებს რეალობას ღმერთმა შეუნდოს!!!

ჯვარი მამა აკაკიმ დამწერა და მისი სახით მე დავკარგე ერთგული მეგობარი და თანამოაზრე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში!..

მწამს, რომ ღმერთი შეუნდობს მას ნებით, თუ უნებლიე ყოველ შეცოდებას და სასუფეველს დაუმკვიდრებს მის მართალ სულს!!! ამინ!!”

თეგები: ზაზა შენგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved