• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მალხაზ ბეგიაშვილი – არ მეგულება უცხოელი ტურისტი, რომელიც ფიქრობდეს საქართველოში მოგზაურობას და მის მარშრუტში არ იყოს სიღნაღი, ეს გვავალდებულებს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ქალაქისთვის

ალია ავტორი - ალია
23:16 08-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

არ მეგულება უცხოელი ტურისტი, ან ვიზიტორთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობდეს საქართველოში მოგზაურობას და მის მარშრუტში არ იყოს ქალაქი სიღნაღი. ეს გარემოება გვავალდებულებს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ქალაქისთვის“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა წარდგენაზე.

მისი თქმით, გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად განვითარებული ქალაქი – ეს იქნება სიღნაღში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ფინანსური კელთილდღეობის მყარი გარანტია.

„მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა და მხარი დამიჭირა ამ შესანიშნავ, მშრომელ, გამრჯე და ამაყი ხალხით დასახლებულ მუნიციპალიტეტში, მქონოდა შესაძლებლობა და ვყოფილიყავი კანდიდატი „ქართული ოცნების“. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ქალაქ სიღნაღის სილამაზეზე დიდხანს არ შევჩერდები, ეს ისედაც თითოეული ჩვენთაგანისთვის ნათელია, მაგრამ ამ ქალაქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ მეგულება, არც ერთი უცხოელი ტურისტი, ან ვიზიტორთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობდეს საქართველოში მოგზაურობას და მის მარშრუტში არ იყოს ქალაქი სიღნაღი. ეს გარემოება გვავალდებულებს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ქალაქისთვის.

დამეთანხმებით, რომ გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად განვითარებული ქალაქი, ეს იქნება სიღნაღში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ფინანსური კელთილდღეობის მყარი გარანტია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მრავალი პროექტი განხორციელდა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის თვალშისაცემი და ხელშესახებია, მაგრამ მივდივართ რა წინ, გვხვდება ახალი გამოწვევები, ახალი პრობლემები. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მის ცალკეულ უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ და კიდევ უფრო წინ წავიწიოთ.

ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ინიციატივები, რომლითაც ვიმოქმედებთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. 2019 წლიდან ვმუშაობ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე. ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ზუსტად გამეგო და გამეთავისებინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც არის ჩვენი მუნიციპალიტეტის შემადგენელ თითოეულ სოფელში, თითოეულ მის უბანში თუ დასახლებულ პუნქტში. მინდა პირობა მოგცეთ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო საჯარო სამსახურში, სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას დაგროვილ გამოცდილებას, სრულად, უშურველად და მთელი გულით მოვახმარ ამ რაიონის მცხოვრებთა კეთილდღეობას. ჩვენ გვაქვს დღეს ამის შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა გვაქვს მოცემული ცენტრალური ხელისუფლების გამართული პოლიტიკით. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს შესაძლებლობები ზუსტად ისეთივე ხარისხით და მოცულობით მივიტანოთ თითოეულ ოჯახამდე, როგორც ის მოგვეწოდება.

მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში: ესენი არიან ცოტნე ბეჟაშვილი, ლადო სიმონიშვილი, ნანა ნანობაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, მიხეილ კუტიბაშვილი, გოჩა ხოსიტაშვილი, გოჩა შანშაშვილი, ირაკლი ზურაშვილი, გიორგი ელაშვილი, ნინო ბახტურიძე, ილია ბაიდოშვილი და ზურაბ მინდიაშვილი“ – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

თეგები: მალხაზ ბეგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved