• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მალე სიგარეტი ფუფუნების საგანი გახდება…

ალია ავტორი - ალია
22:16 04-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,698

ანი დვალიშვილი, ალია

გემახსოვრებაათ, ხელისუფლება რომ გვიმტკიცებდა, ყველაფერი რომ გაძვირდეს, პურს არცერთ შემთხვევაში არ გავაძვირებთ და თუ საჭირო იქნება, სუბსიდიას კვლავ დავაბრუნებთო. ჯერჯერობით, არც სუბსიდია დაბრუნებულა, არც პურის ფქვილის შემოტანის ახალი ბაზრები გამოჩენილა და რაც მთავარია, იმავე სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, გასული წლის მარტთან შედარებით, პურის ფასმა 24.5%-ით მოიმატა. დაკონკრეტებულიც კი არის, ხორბლის პურის ფასმაო, ანუ ქატოს, ჭვავის და სხვა პროდუქციის პური უფრო მეტად არის გაძვირებული. ახლა, სხვა პროდუქტებზე არაფერს დავწერთ, რადგან მაღაზიაში შესული ადამიანები ყოველდღიურად ხვდებიან, რა რამდენით არის მომატებული და იმასაც ატყობენ, რომ გაძვირებასთან ერთად, პროდუქტების მოცულობა იკლებს – მაგალთად, პური წონაში შემცირდა, კიტრისა თუ პომიდვრის მარინადიან ქილებში ნაყოფი ბევრად ნაკლებია და მარილიანი წყალი ბევრად მეტი, ძეხვეულში მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცის პროცენტულობამ იმატა, რადგან ქათმის ხორცი საქონლისაზე და ღორზე იაფია და ა.შ…

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის. უკვე ხმამაღლა დაიწყეს იმაზე საუბარი, რაზეც ჩვენ ვწერდით – უახლოეს მომავალში, მატება ისევ იქნება და ამ ყველაფერს რუსეთ-უკრაინის ომით ხსნიან. გარდა იმისა, რომ უკვე შეგუებულები ვართ თამბაქოს მატებას, აუცილებლად მოიმატების პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სარეცხი საშუალებები, ქიმწმენდის ხსნარები… საწვავიც. ჰო, ის საწვავი, რომლის გაიაფებას დაგვპირდნენ და რა თქმა უნდა, არ ასრულებენ.

თამბაქოს შემომტანებმა გვითხრეს, ძირითადად ნაწარმი უკრაინიდან შემოდიოდა, ეს გზა კი ახლა განულებულ-გაუქმებულია, ხოლო ევროპიდან შემოტანა ძვირი ჯდება და შესაბამისად, თამბაქო აუცილებლად გაძვირდებაო. ამასთან ერთად, ზაფხულში თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდა კიდევ იგეგმება და სიგარეტი ისევე გახდება ფუფუნების საგანი, როგორც ჩვეულებრივი საკვები პროდუქტებია. ბედის ირონიით, პროდუქტების საგრძნობი (მცირედით მუდმივად იზრდება) გაძვირება მუდმივად ემთხვევა გაზაფხულის დადგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანილი და სეზონური ბოსტნეულ-ბაღჩეული შემოდის, ასე თუ ისე, ხელმსაწვდომია და გაზაფხულ-ზაფხულის გადაგორების შემდეგ, მოსახლეობა თითქოს შეგუებულია ახალ ფასებს და პროტესტის გრძნობაც აღარ აქვს. ხმამაღალ პროტესტს ვგულისხმობთ, თორემ სახლში მოტანილი პროდუქტის შემდეგ, ვიღაც რომ შეიგინება, ეს არ ითვლება. ადამიანები თითქოს მიეჩვივნენ იმას, რომ ყველაფრის თმენის ვალდებულება აქვთ და ითმენენ ფასების გაძვირებას, უმუშევრობას და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება,  ცივი გაზაფხული უფრო გააპროტესტეს, ვიდრე გაძვირებული ცხოვრება.

ევროპის ძლიერი ქვეყნები ახლაღა მიხვდნენ, რა დონეზე არიან რუსეთზე დამოკიდებული და ნელ-ნელა, საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, ცდილობენ, რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ, თუმცა საქართველოს კი არა, აგერ, საფრანგეთს არ გამოსდის ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით. ხოლო, ისეთი ქვეყნები, როგორებიც სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვები არიან, პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება რომ შეამცირონ და სანახევროდ მაინც ჩაეხსნან, 6-დან 8 წლამდე სჭირდებათ. ამიტომ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება და პურის ფქვილს რომ თავი დავანებოთ, ჩვენთან რუსეთიდან ძალიან, ძალიან ბევრი რამ შემოდის. ჰო, როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ევროკავშირმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სანქციების რესურსის ამოწურვასთან ახლოს ვართ, რადგან კიდევ რომ გავაგრძელოთ, ჩვენი ბიუჯეტი უფრო დაზარალდება, ვიდრე რუსეთისო. ანუ, რუსეთზე დამოკიდებულებას ისინიც არ მალავენ და ვაღიაროთ, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადება – „საკვები პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე სერიოზული დეფიციტი უკვე არის და სანქციებს იძულებით გააუქმებენ“ სიმართლესთან ძალიან ახლოს არის. სკეპტიკოსები იმასაც ამბობენ, ევროპა-ამერიკის ნაბიჯი უფრო იმის მცდელობას ჰგავს, რომ რუსეთმა როგორმე საომარი მოქმედებები შეწყვიტოს უკრაინაში, ადამიანების დახოცვა შეწყდეს და მერე ყველაფერი ან ისე გაიყინება, როგორც საქართველოშია კონფლიქტი გაყინული, ან დასავლეთი რუსეთს მოელაპარაკება, ეს უკანასკნელი შეთანმებას არ შეასრულებს და გაგრძელდება მუდმივი აღშფოთება-შეშფოთების პოლიტიკა. ჰო, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში.

მანამდე კი… მანამდე არც არაფერი, ყოველი თვის დასაწყისში, მომხმარებელს ახალი ფასი დახვდება დახლზე. თვის დასაწყისში საგრძნობლად გაზრდილ ფასებს ვგულისხმობთ, თორემ მცირე გაზრდა ყოველდღიურად ხდება და საუბედუროდ, ხალხი ამასაც მიეჩვია.

თეგები: პირველადი მოხმარების პროდუქტებიპურისიგარეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა:  შეთავაზება სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა: შეთავაზება სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

12:27 09-18-2025
თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved