• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუბრუნდება – „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სამუშაოები უკვე დაწყებულია

ალია ავტორი - ალია
09:27 04-08-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. ინვესტორმა კომპანიამ აღნიშნული სივრცის სრულ მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

ინვესტორმა 2024 წლის 5 ნოემბერს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უმაღლესი ფასის დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა. შედეგად, აიღო ვალდებულება, დაიცვას და გაუფრთხილდეს ტერიტორიაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას. აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი, იზრუნოს იშვიათი სახეობის ცხოველებზე და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „ჩვენთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროექტია. 13 000 ჰექტარი ტყის უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა. თუმცა, ცხადია, ტერიტორიით სარგებლობას ნებისმიერი მსურველი შეუზღუდავად შეძლებს.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია წითელ ნუსხაში შესული, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში გაშვება. მათ შორის არის კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი. ჩვენი მიზანია, საირმეს დავუბრუნოთ ირემი, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 90-იან წლებში მრავლად იყო. ამისთვის მოეწყობა საშენები, საიდანაც ცხოველებს ბუნებრივ გარემოში გავუშვებთ. გვჯერა, რამდენიმე წელიწადში საირმეში ირმების ხილვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა“.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი. დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.

ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის – საკვების შეტანა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროცესი, მათ შორის, რეინჯერების მიღება, რომლებიც ტყის უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია. რეინჯერებს გადაეცემათ შიდა გადაადგილების საშუალებები –  კვადროციკლები, ცხენები და მაღალი გამავლობის ავტომობილები. ამასთანავე, ისინი შესაბამისი ბრენდირებული ფორმებით იქნებიან წარმოდგენილნი. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. ფერმისთვის უკვე შეძენილია მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი და ბაგის ტიპის 2 ავტომობილი.

მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

გარდა რეინჯერებისა, ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეც დასაქმდება. მათ შორის, ისინი გადამზადდებიან და დასაქმდებიან როგორც ფერმის მშენებლობის დროს, ისე თავად ფერმაში.

ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები 5 წლის განმავლობაში შესრულდება.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved