• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მალაგებინეს ჭუჭყიანი თაროები, ჭუჭყიანი პროდუქცია… ისტერიული ტირილი ამივარდა, გავნადგურდი!” – რას წერს გეფას ყოფილი სტაჟიორი?

.

ალია ავტორი - ალია
22:56 04-01-2024
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
504
ქეთევან ხარებაშვილი, სოციალურ ქსელში, ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი წერს:
წლებია ვწვალობ რომ ვიმუშაო აფთიაქში ფარმაცევტად, მოხდა საოცრება და 2023 წლის 11 დეკემბერს თბილისიდან დამირეკა კომპანია #გეფას ეიჩარმა, მითხრა რომ ამიყვანდნენ, ჯი პი სის ახალი ფილიალისთვის, რომელიც იხსნება გორიმოლში. გავივლიდი ორ კვირიან არაანაზღაურებად სტაჟირებას, შემდეგ ჩავიშტატებოდი ფარმაცევტის თანაშემწედ, პარალელურად გავივლი მათ სკოლას და ახალი ფილიალისთვის მომაზადებდნენ.
იმდენად დიდიხანია ვწვალობ ამ სფეროში განვვითარდე, თანახმა ვიყავი არანაზღაურებად სტაჟირებაზე. ორი კვირა კიარა ხალხო სამი კვირა ვიარე სამიიიიი… სრული განაკვეთით როგორც არიან სტაჟიორები,
ვალაგე ჭუჭყიანი თაროები, ჭუჭყიანი პროდუქცია ვასუფთავე, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვაკეთებდი აღწერებს სადაც მიწევდა მძიმეების აწევა. როდესაც მიმატანინეს საბუთები, რეკვიზიტები და ვიყავი უბედნიერესი მეთქი ჩავიშტატები, ვიდექი დიდი კალათით ხელში აღწერისთვის ვაგროვებდი პროდუქციას, მოვიდა მენეჯერი ძალიან შეწუხებული❤️ და ძლივს მითხრა, თბილისმა დროებით გადაიფიქრა ახალი კადრის აყვანაო!
ვერ ავხსნი რა დამემართა, ისტერიული ტირილი ამივარდა, გავნადგურდი! შემრცხვა ვის ვუკეთე “უბროკა”, ის დრო რაც ჩემ შვილებს მოვაკელი ვიღაც მოუწესრიგებელ კომპანიას დავუთმე და საახალწო “უბორკა” მაკეთებინეს!
მივმართე რეგიონალურ მენეჯერეს თხოვნით, ჯერ მითხრა თუ ისევ გადაწყდა ახალი ფილიალის გახსნა აუცილებლად დამირეკავდნენ, იხსნება, ქალბატონო, ხომ იხსნება – რატო მითხარით ეხლა ახალი კადრი აღარ გჭირდებათ?
ასე მომიშორეს დამალაგებინეს მატარეს, დამცინეს!
აქამდე ჩუმად ვიყავი რადგან ისევ ველოდი ზარს!
ეხლა მაინტერესებს როგორ მოვითხოვო ზარალის ანაზღაურება? ან რისი უფლება მაქვს? გთხოვთ დაცინვის გარეშე დამიწერეთ დახმარება თუ ვინმეს შეუძლია❤️
კომენტარებში არაერთი ადამიანი წერს, რომ მსგავსი გადახდა:
ზუსტად მესმის შენი, მეც ასე დამემართა, მაგრამ ერთ კვირაში მიუგდე ის კალათები წამოვედი.
გზაში სკვერში დავჯექი და ვტიროდი სიხარულისგან,რომ ეს შევძელი!
უნამუსოები, მონებად გთვლიან!
დამლაგებელი ც ხდები და ყველაფერი!
სპეციალურად აკეთებენ!
ნაგვები.
3 თვე ვიარე იმ იმედით რო ჩავიშტატებოდი და იქ მყოფი ფარმაცევტები მამშვიდებდნენ რო ზოგს 1 წელიც კი უწევს ანაზღაურების გარეშე ყოფნა.
ეგ ზღვაში წვეთია. გაგიმართლათ რომ არ აგიყვანეს, უსაამართლობა მერე გენახათ.
აფთიაქში სტაჟირება უნდა ითვალისწინებდეს მედიკამენტებთან დაკავშირებულ საკითხებს და არა ჭუჭყიანი თაროების ლაგებას, სასამართლოს მიმართეთ და ისიც გაარკვიეთ, რამდენად სწორად გაიარეთ სტაჟირება.
ალია, კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანია “გეფას”, თუმცა, კომპანიის პასუხი არ მიგვიღია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved