მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
მაკრონი ამბობს, რომ მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავლენ.
„რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
კომენტარები