ტაბულას ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელიც მათი წყაროს ინფორმაციით, რუსთავის 25-ე ბაღის გამგემ, მანონი მეურმიშვილმა პედაგოგებს გაუგზავნა.
უფროსი პედაგოგებს ქართული ოცნების აქციაზე წასვლას აიძულებს, რომელიც დღეს, 23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე იმართება, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ემუქრება.
წყაროს ინფორმაციით, 25-ე ბაღის თანამშრომლები დროებით სხვადასხვა ბაღში არიან გადანაწილებულები. მათ შორის, 33-ე ბაგა ბაღში, რომელსაც ჩანაწერში მანონი მეურმიშვილი ახსენებს
“არ მაინტერესებს, უარის შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ არცერთი დღე, არასდროს (აი, ძალიან ცუდი რაღაც რომ შეგემთხვეთ) ბაღიდან არასდროს გაგითავისუფლებთ და არცერთ დღეს არ გაგიტარებთ.
მოკლედ, 33-ეში ვინც ხართ, სასწრაფო წესით გვარები გამომიგზავნეთ, თორემ არ ვიცი, თქვენ რა გელოდებათ – მერე არ მითხრათ, რომ მე არაფერი არ მითქვამს
თქვენ ზედმეტები მოგდით ძალიან, თავზე გადადიხართ უკვე” – ამბობს, სავარაუდოდ, მეურმიშვილი ჩანაწერში.
კომენტარები