• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მაკკეინის სული და ბუშის წერილი თბილისში“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
23:29 09-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,292

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,მაკკეინის სული და ბუშის წერილი თბილისში

დიდი სტუმრიანობაა თბილისში.

მთელი მსოფლიოდან შეკრებილან „დემოკრატიის მამები“.
თვალებანთებულები შესციცინებენ და მათ თვითეულ სიტყვას თავში იბეჭდავენ ქართველი ლიბერასტები.

ჯონ მაკკეინის სული და ჯორჯ ბუშის მისასალმებელი წერილი აკეთილშობილებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მათივე სახელობის ორგანიზაციების თაოსნობით გამართულა.

თავის მისასალმებელ წერილში ბუში თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე აკეთებს აქცენტებს. „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში“ – აცხადებს აშშ-ს ექსპრეზიდენტი. აი, დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე კი, კითხვები არსებობსო.

მისი წერილიდან ვიგებთ, რომ ბუშისთვის დემოკრატიის შუქურა ისევ ნაცფაშისტური მმართველობა ყოფილა. ამიტომ თურმე მას გულს ტკენს ის, თუ როგორ ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში. ამ კაცს თურმე ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენა და უკრაინელი ხალხისა და “ლიდერშიფის“ მიმართ ჩვენი ხელისუფლების არასაკმარისი მხარდაჭერაც აწუხებს.

ეს წერილი შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ მისი და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს „წინ წაწევის პროცესში“ ხელისუფლება იყო წამყვანი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ ხელს უშლიდა „დემოკრატიის შუქურას“, ანუ 100 ათას მოსახლეზე პატიმრების საერთო რაოდენობით მსოფლიო ლიდერობა, ქუჩაში მოქალაქეების ჩახოცვაზე გაცემული ნებართვა, თავისუფალი მედიის მიტაცება, სასამართლოს ჯიბეში ჩასმა, დაკანონებული რეკეტი და მოქალაქეთა განკულაკება, პატიმრების მასობრივი წამება, პიროვნების კულტის შექმნა, მმართველობის ფორმად შიშისა და ტერორის დათესვა და კიდევ სხვა ათასი უბედურება ყოფილა ბუშის აზრით თავისუფლება და დემოკრატია. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის საქართველოში დამნერგავი პრეზიდენტის მიმართ დღევანდელი ხელისუფლების „სასტიკი და არაადამიანური“ მოქცევა კი – გულსატკენი.

მოკლედ, ეს „თავისუფლებისა და დემოკრატიის“ ლამაზი სიტყვებით შეფუთული კონფერენცია ისევე ემსახურება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეს, როგორც კომუნისტური იდეოლოგია იყო ყველაზე მართალი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ადამიანური და ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… საბჭოთა კავშირი კი დედამიწაზე შექმნილი სამოთხეს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთში სწორედ ასეთი ყაიდის პოლიტიკური ძალები და ადამიანთა ჯგუფები არიან დაწინაურებელნი, რომლებიც თავისი აზროვნებით და მოქმედებით აშკარად 30-იანი წლების ბოლშევიკების შთამომავლებს წარმოადგენენ თავისი რადიკალიზმით, განსხვავებული აზრის მიუღებლობით, „მოღალატის“ იარლიყის მიკერებით და დაუნდობლობით მათ მიმართ, ვინც ოდნავ მაინც ეჭვს გამოთქვამს მათი ბელადების ან თვითონ მათ კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებაში და თუნდაც კომპეტენტურობაში.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved