• რეკლამა
  • კონტაქტი
22:14, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში ირაკლი წერეთელი შემოვიდა ამალითურთ და გამოაცხადა, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდესო” – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:11 05-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,165

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში ე.წ. პერესტროიკა დაიწყო და ადამინებს სიტყვისთვის აღარ იჭერდნენ, მას შემდეგ რაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო და საჯარო სიტყვებმა მნიშვნელობა შეიძინეს, ყველა სიტყვა მახსოვს: კარგი, ცუდი, საშიში, სასაცილო, გონივრული, ბრიყვული, მცდარი, მართალი. ბევრი მათგანი ისტორიის ნაწილი გახდა და საარქივო მასალებიდან ამოწევენ ხოლმე სხვადასხვა შემთხვევისას თუ თარიღისას. მახსოვს ისეთებიც, რომლისთვისაც იმ მომენტისათვის ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ არასდროს ამომდის გონებიდან. მაგალითად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ჩვენთან ნახევრადნებადართული სამხედრო-პოლიტიკური შეიარაღებული ფორმირებები გაჩდნენ, რუსთაველზე “იმელის” შენობის წინ, ახლა რომ სასტუმრო ბილტმორია, ერთი ასეთი დაჯგუფების წარმომადგენელმა მეორისას ესროლა თუ ჰაერში გაისროლა. ეს იყო პირველი გასროლა ქვეყანაში. ირაკლი ბათიაშვილის კომენტარი მოვისმინე ტელევიზიით-როცა ერთი გასროლა ხდება, ამას საუბედუროდ აუცილებლად მოჰყვება ბევრიო. სერიოზულად არავის აღუქვია მაშინ ეს სიტყვები.

მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში ირაკლი წერეთელი შემოვიდა ამალითურთ და გამოაცხადა, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდესო. იმდენად არასერიოზული და არაადეკვატური იყოს ეს სიტყვები იმ მომენტისათვის, რომ ხალხი იცინოდა. ირაკლის თავისი ექსცენტრიულობის გამო, ცოტათი ისედაც დასცინოდნენ მაშინ. იმ სიტყვებიდან ათი წელიც კი არ იყო გასული და უკვე ქვეყნის პრეზიდენტი, შევარდნაძე ამბობდა იგივეს-ნატოს კარებზე უნდა დავაკაკუნოთო.

მოკლედ რა არ მახსოვს და რა მიტინგები არ მახსოვს, მაგრამ ამაზე ნაძირლული სიტყვები, რაც გუშინდელ აქციაზე მწყობრი სახით ითქვა, არასდროს მსმენია.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved