• რეკლამა
  • კონტაქტი
00:35, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მახსოვს გამსახურდიას სიტყვები “ჰო ჯანუკი ,ხვალ გელოდებით შენ და კაკოს ,გამიხარდა რომ დამირეკეთ”, დილით კი…” – რას იხსენებს თაკო ჩარკვიანი?

ალია ავტორი - ალია
22:50 08-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

,,კანონი და სამართალის” დამფუნებელი, ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:

,,სულ მესმის ვიღაც “ტიპებისგან” , აი ,ვითომ ზვიად გამსახურდიას სახელს რომ ეფარებიან და იყენებენ იმ “ტიპებისგან”,რომ სრულიად ყველა ანუ ელდარ შენგელაია, ლანა ღიღობერიძე, , ჭაბუა ამირეჯიბი , ჯანსუღ ჩარკვიანი ,მერაბ კოკოჩაშვილი ,ნანა ალექსანდრია, ლაშა თაბუკაშვილი, მანანა გიგინეიშვილი, ლევან სანიკიძე, აკაკი ბაქრაძე, კოტე გაბაშვილი ,თამაზ კვაჭანტირაძე , მწერალი დათო ტურაშვილი ,მომღერალი ვახტანგ -ბუბა კიკაბიძე, მსახიობი კახი კავსაძე ,ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე , გიგა ლორთქიფანიძე, რა ვიცი ვინ მოთვლის ,კომპოზიტორები , მწერლები , მხატვრები და ა.შ , პოლიტიკოსები , ნოდარ ნათაძე, მოკლული გია ჭანტურია, მოკლული ზურაბ ჭავჭავაძე და ა.შ ვინ მოთვლის რამდენი და საერთოდ 10 ათასობით ადამიანი ,რომლებიც 90-იანებში ოპოზიციურ მიტინგზე გამოდიოდა ცუდი ადამიანები და არაპატრიოტები იყვნენ თურმე ?!!ანუ ნახევარზე მეტი თუ არა ნახევარი საქართველო ? ასე რომ იფიქრო იდიოტი უნდა იყო , სრული იდიოტი, ან უნებლიედ წყალს ასხამდე მტრის წისქვილზე, იმ ადამიანების წისქვილზე ზუსტად, ვინც დააპირისპირა და გადაჰკიდა 90-იანებში ადამიანები ერთმანეთს ,ეს “ბინძური ინსტიტუტი” მანამდე კარგა ხნით ადრე ამუშავდა, მზადდებოდა ,ამზადებდნენ და ამ ყველაფერს ამზადებდა და სათავეში ედგა რუსების გენერალი საქ. ცეკას მდივანი იდეოლოგიურ სექტორში ნუგზარ ფოფხაძე. დიახ!!!! ( იხ . ნ.ფოფხაძის გამოსვლა 1989 წლის 8 აპრილს აქტივის კრებაზე, სადაც ის ხალხის დარბევას და რუსის ჯარის შემოყვანას ითხოვს) და მაშინ 90-იანებში გამოუვიდათ , რადგან წამოეგო ამას ორივე მხარე , არც სოც ქსელი არსებობდა ,იყო ერთი ტელევიზია , სრული საინფორმაციო კოლაფსი ,ამიტომ ,ვიმეორებ -ო რ ი ვ ე მხარე წამოეგო ,ო რ ი ვ ე …..ერთი მხარე არა, ერთი არა , არამედ ორივე. მახსოვს დედაჩემის -ირმა ჩხეიძის დიდი ძალისხმევით და თხოვნით ( ვინაიდან დედას დიდი ურთიერთობები აკავშირებდა კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახთან) დედას თხოვნით ჯანსუღი და კაკო ბაქრაძე დაუკავშირდნენ ზვიად გამსახურდიას და შეუთანხმდნენ შეხვედრაზე ,მეორე დილას- 10 საათზე უნდა შეხვედროდნენ, მახსოვს გამსახურდიას სიტყვები “ჰო ჯანუკი ,ხვალ გელოდებით შენ და კაკოს ,გამიხარდა რომ დამირეკეთ” დილით ბ.ნი აკაკი და ჯანსუღი მივიდნენ ( ამის მოწმე საბედნიეროდ ყველა ცოცხალია, საუბარს რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა ) შეხვედრა არ შედგა პასუხი დაცვამ გამოუტანა და უთხრა:” ბ.ნ გამსახურდიას თქვენთან საუბარი არ სურს”. არავინ იცის დღემდე რა მოხდა ,ამის მეტი, არც ჯანსუღს და არც აღარავის ჰქონია სურვილი საუბრისა. ერთი ვიცი რომ ქ.ნ ცისანა გენძეხაძეს ( ლიტერატორსა და ზვიადის უპირობოდ მომხრეს, რომელმაც გროზნოშიც კი ჩააკითხა, ქ.ნ ლია ანდღულაძესთან ერთად ) გამსახურდიამ უთხრა:” არაფერი ვიცი ცისანა, გამიკვირდა რომ შევთანხმდით და არ მოვიდნენო”…..ასე იყო
ენების მიტან-მოტანა, ჭორები,უბინძურესი ლანძღვა ,თვეების მანძილზე, სატელეფონო ზარები, სახლებში რეკვა , წყევლა ( სად იყო ჯერ რუსთაველზე აქციები,სახლებში რომ გვირეკავდნენ დილის 6-ზე, მუქარით ლანძღვით,წყევლით, ( ახლა რომ ტროლ- ბოტებს ვეძახით) ზუსტად “იგივენი” რეკავდნენ “იქითაც” და “აქეთაც “, ეს იყო სრული “ფსიქოტერორი”, დასარბაზოში დაქირავებული “ქალების” დახვედრა , ფიზიკურად გასწორება ჯოხებით, ჩვენ ვიცოდით რომ ვითომ “ზვიადისტები” იყვნენ , ( დედაჩემს მშვიდს ,კეთილშობილს ,რომელსაც ზვიადი და ბ.ნი კონსტანტინე გამსახურდია უდიდეს პატივს სცემდნენ , დედაჩემს განათლებულ ადამიანს, ლიტერატორს, მეცნიერს ჯოხებით გაუსწორდნენ სადარბაზოში ,მეზობლებმა გადაარჩინეს) ვიცი, რომ პირიქითაც ხდებოდა და მეორე მხარესაც რეკავდნენ “იგივენი”. ასე რომ ახლაც დუპლეტ პრიმიტივებს ,რომ ჰგონიათ ასე არ არის……. თავს ვიკავებ ,რადგან პატივს ვცემ მამაჩემის ჯანსუღის და ზვიადის (წარსულში ) დიდ ურთიერთობას, აი იმ პერიოდს ბ.ნ ზვიადს და მწერალ ვოვა სიხარულიძეს მამაჩემის ოთახში ტახტზე რომ ეძინათ ,რადგან ნასვამები იყვნენ და ჯანსუღმა არ გაუშვა , ეხუმრა “ დაიცა შარი ხარ, ღამეა გვიან არის და დარჩითო”, ეს ის პერიოდია მწერალთა კავშირიდან რომ გარიცხეს 1977 წელს გამსახურდია და ჯანსუღმა (ერთადერთმა ხელი არ მოაწერა გარიცხვას) იმ პერიოდს ვცემ პატივს, ჯანსუღი 1989 წელს 9 აპრილის ( გარეთ როდიონოვი რომ იდგა) შემდეგ ზვიადი რომ დაიჭირეს და ჯანუკი თავდებში რომ ჩაუდგა გამოსაყვანად ,( ბევრი შეშინდა და არ იკისრეს თავდებობა) იმ პერიოდს ვცემ პატივს ვაკის პარკში ზვიადმა მიტინგი გააკეთა და მიტინგის წაყვანა რომ სთხოვა ჯანსუღს და კიდევ იმ პერიოდს ვცემ პატივს ,აი კოკო გამსახურდიამ საგაზეთო ინტერვიუში (რამდენიმეჯერ) რომ დაწერა “დაჭერილი რომ იყო ზვიადი ,სანახავად რომ მივედი მითხრა, გარეთ რომ რაიმე გაგიჭირდეს ,იცოდე ჯანსუღს მიაკითხეო”,
ჩემთვის ძვირფასია კოკოს ეს ინტერვიუ.
ასე იყო , მართლაც იყო ცხოვრების დიდი პერიოდი,როცა უმცროსი ძმასავით პატრონობდა ჯანსუღი ზვიად გამსახურდიას და ვიღაცების – დაქირავებული აგენტების და ვერშემდგარი “ლიტმუშაკების” გასარჩევი არ არის მათი ურთიერთობა.
რუსული უშიშროება იმისია რომ “იმუშაონ” და გადაჰკიდონ ადამიანები და აატალახონ,აამღვრიონ ყველაფერი. ასეც მოხდა სისუსტე , ადამიანური წყენა ყველას აქვს, ჯანსუღსაც ჰქონდა ობიექტურად და ალბათ ზვიადსაც არ ვიცი ,თუმცა ჯანსუღს სწყინდა ცხადია ( და ამის ობიექტური საფუძველი ჰქონდა) გაკვირვებული იყო ამ თავდასხმებით ,ამ ფსიქოტერორით და გაურკვევლობით და ცხადია გულნატკენი იყო, ვინაიდან არსაიდან ხელისუფლებიდან პასუხი არ იყო…. მოგეხსენებათ, რომ პასუხს ყოველთვის პირველ პირს სთხოვს ადამიანი და ობიექტურადაც ასეა, ვერცერთი -ვერც ერთი ხელისუფლება აირიდებს პასუხისმგებლობას.
მე კერძოდ, ჩემს ოჯახზე ვსაუბრობ,როგორც გვსმენია ბევრს უწყობდნენ ფსიქოტერორს და ფიზიკურ ტერორს ( ნუ ახლა უფრო ჩანს რომ ეს განზრახ კეთდებიდა რუს. უშიშროების მიერ)
ობიექტურად ასეა,აბა თუ ვინმე ფიქრობს რომ ამდენი, ბრწყინვალე შემოქმედი ერთად გაგიჟდა, ცდებით “პაივცემულებო”, ასე არ არის….
და სწორედ ამ ტიპის დაძაბულობას იყენებს რუსეთის უშიშროების მანქანა და “ოსტატურად იუველირულად” იმუშავეს გეგმას და გამოუვიდათ -დაყავი და იბატონე,
ახლაც “იგივენი” აგრძელებენ მიზანმიმართულ ტლიკინს ,ზოგი ჯანსუღზე განაწყენებულია, უნიჭო ლექსები რომ არ დაუბეჭდა მათ, თავის დროზე ჟურნალ “ცისკარში”, როცა რედაქტორი იყო, ან სხვა ჟურნალში დაგებეჭდათ. კაცო, ახლა დაბეჭდეთ “პაივცემულებო “ ის “შედევრები” ,ვინ დაგიშალათ, სად მალავთ?! რატომ ვერ აიტაცა ხალხმა , ღიაა ყველაფერი, სოც ქსელია, ამხელა შესაძლებლობებია , სად არის თქვენი “შედევრები” “პაივცემულებო”, სად?! გამოაჩინეთ ,რატომ ვერ ხედავს ხალხი, ბეჭდავთ ,მაგრამ რა, ერთი სტრიქონი არ ამახსოვრდება არავის -ფაქტია. არც თქვენი, იმ პერიოდში კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ,დაწერილი ,თამამი და ანტისაბჭოთა ლექსები და მოთხრობები უნახავს ვინმეს ოდესმე-ფაქტია!!
ჰოდა ,ამაშია ძაღლის თავი დამარხული, უნიჭოთა ბოღმაში, ვერშემდგარ მწერლობაში თუ პოეტობაში ,თორემ გამსახურდიას რომ მართლა დადგომოდნენ გვერდით მაშინ და ყველას ერთად არ ეღალატათ და ჩირგვებში არ შემძვრალიყვნენ ( ბევრ- მის ვითომ მომხრეს ,ძირითადად ფსკერის “ლიტმუშაკებს” ვგულისხობ) ,ვინ იცის, ეგებ ციცხალიც ყოფილიყო.
მოკლედ ასეა,
“ტყვია მიზანში მოსახვედრია”
თავისუფლება ისე არ მოდის ,
თავისუფლება ლომთა ხვედრია”

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved