• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მახსენდება ის ენითაღუწერელი წამება, რომელმაც ასობით დღე ყრუ ჯოჯოხეთად აქცია” – კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
20:36 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
782

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

“თითქმის ყოველ შუაღამისას, მეღვიძება და საშინელი ფიქრები მიპყრობს. ამ ომის განუცდელს, ძნელად წარმოუდგენია რა ტანჯვაა ამგვარი ფიქრი. მახსენდება ის ენითაღუწერელი წამება, რომელმაც ასობით დღე გააუქმა და ყრუ ჯოჯოხეთად აქცია. ვიგონებ, როგორ ვუყურებდი საათის ისრებს და ვერ ვხვდებოდი, რა აზრი ჰქონდა მათ ტრიალს, თუ მომდევნო დღე ამ წამებას გარდაუვლად გაიმეორებდა. დილით, თვალებს ვახელდი თუ არა, სადღაც სამწამიანი ბურუსის შემდეგ, ისევ ეს საზარელი ინკვიზიცია იწყებოდა. ჰოდა, ღამით მახსენდება და ადამიანი იღვიძებს ჩემში. ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ ვართ ხოლმე – შურისმაძიებელი, სხვისკენ ხელის გამშვერი. ძნელია ძალიან საკუთარ თავში ადამიანის დაცხრობა. ალბათ გახსოვთ გენიალური ფრაზა ,,სამანიშვილიდან”: ,,მე შემიბრალა ვინმემ?” ძალიან ზუსტი კითხვაა, ძალიან ადამიანური. მაგრამ ჩვენი მთავარი ბრძოლაც ხომ ამ კითხვის გადალახვაა. ტანჯვით. მოუთმენლობის მოთოკვით და საცდურების გაძევებით. მივდივარ სარკესთან და თავს ვეუბნები: ,,შენ არ შეგიბრალეს, შენ შეიბრალე!” ,,თითი მხოლოდ საკუთარი თავისკენ გაიშვირე!” ,,ცილი დაგწამეს? აპატიე!” ,,გადაჭარბებულად გგვემეს? ის მცირედიც მოინანე!” სათქმელად პათეტიკურია ეს ვარჯიში, მაგრამ სხვანაირი მე არ ვიცი – ასე ვაჯერებ და ვამშვიდებ საკუთარ თავს. ვწვები. გული ყელში მიცემს და მთელ სხეულში შფოთვის ჭიანჭველები დამდის. მაგრამ აღარ მეშინია. აღარ მეშინია ჩემში ყველაზე სასტიკი და მძვინვარე მხეცის – ადამიანის.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved