• რეკლამა
  • კონტაქტი
17:41, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაკა ჩაიჭრა! ასე არ უნდა დაიმცირო, “გაიპუსწიაკო” თავი” – ლევან ლორთქიფანიძე ბოჭორიშვილს

ალია ავტორი - ალია
15:27 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,589

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

გუშინ საღამოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს სტუმრობდა ქ-ნი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც აუდიტორიასთან ერთად ე.წ. “აგენტების კანონის” შესახებ იმსჯელა.
ცხადია, როგორც ამ ტელევიზიის მესვეურებს ახასიათებს ხოლმე, უკიდურესად სასიამოვნო, კომფორტული გარემო შეუქმნეს ხელისუფლების წარმომადგენელს, ბედნიერად აგრძნობინეს თავი საპარლამენტო ლიდერს, ეკრანზე კინაღამ პეპლების ფარფატის ვიდეო გაუშვეს, დაბალ ხმაზე ჩიტების ჟღურტულის ხმაც რომ ჩაერთოთ, ურიგო არ იქნებოდა …
თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც შესაძლებელია მთავარი კითხვების დასმა. დიდი მადლობა პროფესორ ბერეკაშვილს, რომელმაც, ჩემი აზრით, გადაცემის მთავარი კითხვა დასვა. გაბედა და დაიცვა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი და უარი თქვა ცალმხრივობაზე.
მოდით, გლეხურ ენაზე გადმოვთარგმნოთ ბ-ნი ბაქარის კითხვა და მისი ურთულესი ენობრივი აპარატი ❤ . პროფესორმა აღნიშნა:
1. არსებობენ დომინანტი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა იმპერიული ცენტრების ინტერესებს ატარებენ. ?
2. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ლიბერალურ და ნეოლიბერალურ იდეოლოგიას, ტენდენციებს ემსახურებიან. ?
3. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების (რომელთა რაოდენობა, ჩემი აზრით, თითებზე ჩამოსათვლელია) დომინაციას მხოლოდ კოლოსალური ფინანსური მხარდაჭერა არ ქმნის. ხელისუფლებაც მხოლოდ მათ აღიარებს, მათ ელაპარაკება, მათ ცნობს. ?
4. დომინანტი არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელურად არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საჯარო სიკეთეს ემსახურებიან, აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც წესით სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ?
5. რატომ უნდა ჩავყაროთ ყველა ერთ კალათაში? რატომ ვანიჭებთ მთელს სექტორს სტიგმას? რამდენად სამართლიანია ამგვარი ქმედება? ?
ამავე ეთერში მცირე, სუსტი, უსუსტესი მინიშნება გაკეთდა ორგანიზაციების სხვადასხვა ჯგუფებად (შეურაცხმყოფელი სახელდების გარეშე) დაყოფაზე. ვთქვათ, შევიმუშაოთ კრიტერიუმები და ორგანიზაციები დავყოთ ლობისტებად, პოლიტიკურ ინტერეს-ჯგუფებად (პარტიებთან დაკავშირებული NGO-ები), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებად და ისინი სხვადასხვა სარეგულაციო დისციპლინას დავუქვემდებაროთ.
თუმცა, ყველაზე მთავარი ქ-ნი მაკას პასუხი იყო. უდავოდ ჭკვიანი ქალია, მაგრამ ძალიან სულელურად მიედ-მოედო რაღაცებს. ბოლოს ისიც კი თქვა, რატომ აქვს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარობას” ნეგატიური შინაარსიო, სულაც სიტყვა “საუცხოო” ქართულში ხომ გადასარევს ნიშნავსო… ?‍♂️?‍♂️?‍♂️? გვიმრაძეც კი არ დაეთანხმა.
მოკლედ, ქ-ნი მაკა ჩაიჭრა !!!
როცა განათლებული, კულტურული ქალი ხარ, ასე არ უნდა დაიმცირო, გაიუფასურო (“გაიპუსწიაკო”) თავი.

http://

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved