• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

ალია ავტორი - ალია
11:46 04-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,777

მაისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აპრილთან შედარებით საშუალოდ 4-5°C -ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +17, +19°C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +13, +17°C, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +12, +14°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +7, +11°C -ს შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და საქართველოს მთიან ზოლში +21, +24°C–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +16, +20°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +12, +17°C-ს შეადგენს.

მაისში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +37, +42◦C, მთიან რაიონებში +36, +400C, ქართლსა და კახეთში +34, +38◦C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში +29, +33°C-ს აღწევს; დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +27, +32°C-ის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიან ზონაში +21, +28°C-ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე, აღმოსავლეთის ბარში +11, +15°C, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +9, +12°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში კი +7 +9°C-ს შეადგენს; დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +5, +9°C-ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთის მაღალმთიან ზონაში +3, +5°C-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +1, +6°C- ის ფარგლებშია. ქართლ-კახეთში -1, +4◦C -ს შეადგენს.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი +1, -2°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში -3, 0°C-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +1, -4°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურა შეიძლება -6, -11°C -მდე  დაეცეს.

მაისის თვეში საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 80-150მმ-ს, ხოლო ქართლის ვაკეზე 60-80 მმ-ს შეადგენს.

დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-13 დღეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10-15 დღეს შეადგენს.

მაისში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 70-150 მმ-ს შეადგენს, მთიან და მაღალმთიანი რაიონებში შედარებით დაბალია და 30-80 მმ-ის ფარგლებშია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან 80-120 მმ-ს აღწევს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 180-350მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 130-250 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებში10-50მმ არ აღემატებოდეს.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +20°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +10, +7°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +15, +17°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +10, +12°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე, (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +26, +29°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობათან ახლოს.

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +6, +3°C-მდე, ქვემო ქართლში +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29,+32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +16, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +°მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +13, +14°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +11°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით

+26,+29°C- მდე (მაღალმთიან რაიონებში +23, +26°C-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved