• რეკლამა
  • კონტაქტი
04:22, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ალია ავტორი - ალია
21:19 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ვინ იპო­ვის ახალ სიყ­ვა­რულს?

♈ვერძი

საინტერესო მოვლენებით აღსავსე თვე გელოდებათ, ამიტომ ახალგაცნობილი მამაკაცების უმეტესობას გულგატეხილებს დატოვებთ, მათთვის დრო არ დაგრჩებათ. საინტერესო შეხვედრები კი მოსალოდნელია ყველგან: ქუჩაში, მაღაზიაში, სამსახურში…

♈კურო

ეს თვე თქვენი, იმოქმედეთ თამამად, მათ შორის პირად ურთიერთობებში. სიყვარულით სავსე პერიოდი გექნებათ. მთავრია გაბედოთ. ვარსკვლავები თქვენს სასიკეთოდ არიან განწყობილები. იყავით ლაღები და ასხივეთ ბედნიერება. მაისშ თქვენ საბედისწერო ადამიანს გაიცნობთ, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იქნებით.

♊ტყუპები

ინ­ტერნ­რეტ ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სწო­რედ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, ვინც თქვენს გულს და­ი­პყრობს. იმ ტყუპს, რო­მელ­თა გუ­ლიც უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი მე­წყვი­ლე ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

მარ­ტო­ხე­ლა ტყუ­პი მან­დი­ლოს­ნე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის გა­და­მე­ტე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ იმ ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე მე­გობ­რო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ. იყა­ვით გულ­წრფე­ლი თქვენს მე­უღ­ლეს­თან, ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი არ და­უ­მა­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე ისე­თი სი­ტყვე­ბი შე­არ­ჩი­ეთ, რომ გული არ ატ­კი­ნოთ.

♋კირჩხიბი

ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას გიმზადებენ. ეს შეიძლება ვირტუალური ნაცნობობა იყოს, მაგრამ ხანგრძლივ და ბედნიერ კავშირში არ გადაიზარდოს. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. თავით გადაეშვით სასიყვარულო ორომტრიალში.

თუმცა კირჩხებებო ვინც უკვე მეორე ნახევარი იპოვეთ, შესაძლოა მათთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.

♌ლომი

თუ მო­ინ­დო­მებთ, მიმ­ზიდ­ვე­ლიც იქ­ნე­ბით და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბა­საც და­იმ­სა­ხუ­რებთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი იმ­დენ პა­ტივს გცე­მენ, რომ თავს მე­ფედ და დე­დოფ­ლად იგ­რძნობთ. და კი­დევ უფრო მო­გე­მა­ტე­ბათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. თქვენ გარ­შე­მო ერთი კი არა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც ერ­თად ყოფ­ნა მო­გინ­დე­ბათ, ანუ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. თუმ­ცა, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, თქვე­ნი ხა­სი­ა­თის გამო ყვე­ლა არ და­იფ­რი­ნოთ და მარ­ტო არ დარ­ჩეთ. ერთი სი­ტყვით, მაისი რო­მან­ტი­კის თვეა, თუ თავს გა­ა­კონ­ტრო­ლებთ.

♍ქალწული

მაისში მხო­ლოდ ერთი სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ – მყუდ­როდ იჯ­დეთ სა­კუ­თარ სახ­ლში.

გა­მო­ნა­ხავთ ნე­ბის­მი­ერ მი­ზეზს, რათა არ გახ­ვი­დეთ გა­რეთ. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბი­სა და მათ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის გაბ­მის შან­სი იკ­ლებს. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ ქსე­ლი, სა­დაც მარ­ტო­ხე­ლა ქალ­წუ­ლებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. მო­ე­რი­დეთ მათ, ვინც გე­პირ­ფე­რე­ბათ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ვი­ღაც თქვე­ნით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ცდი­ლობ­დეს. თვის ბო­ლოს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, მან­დი­ლო­სან ქალ­წუ­ლებს. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჰო­რი­ზონტზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნა.

♎სასწორი

ახალი ნაცნობი თქვენს ცხოვრებას საინტერესოს და ამაღელვებელს გახდის. რომანი იქნება ხანგრძლივი და ბედნიერი. ნუ გერიდებათ ინიციატივის გამოხატვა და იმ მამაკაცთან დალაპარაკება, ვინც მოგწონთ. იყავით ღიმილიანი, მსუბუქი, მიმართეთ ფლირტს.

♏მორიელი

ფრთხილად, მაისი დიდ გამოცდებს მოგიწყობთ. ამ თვეში თქვენი ყველა ფარული ზრახვა და ინტრიგა ზედაპირზე ამოტივტივდება, შესაძლებელია განშორება. მაისში საბედისწერო ცვლილებები გელოდებათ, ასჯერ გაზომეთ რადგან ამ თვეში დაშვებული შეცდომა მთელ ცხოვრებაზე იმოქმედებს. არავითარ შემთხვევაში არ გააბათ მსუბუქი ფლირტიც კი, რადგან საშიშა, დიდია მოტყუების და შეცდომებში შეყვანის ალბათობა. შესაძლოა თქვენი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდეს და მოულოდნელად თავზე დაგემსხვრეთ ყველაფერი.

♐მშვილდოსანი

და­ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო თვეა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეს თქვე­ნი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. ზო­გი­ერ­თი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ბამს რო­მანს უცხო­ელ­თან. იმ­სათ­ვის, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოთ, შე­ი­ცავ­ლეთ იმი­ჯი, მე­ტად იაქ­ტი­უ­რეთ. სხვა­თა შო­რის, კო­ლე­გებ­თან და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებ­თა­ნაც შეძ­ლებთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას.

კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ­ძებ­თან. რო­მა­ნი ელ­ვი­სე­ბუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა. ერ­თად ვნე­ბის ცე­ცხლს და­ან­თებთ. სა­სურ­ვე­ლია, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­როთ კომ­პლი­მენ­ტე­ბით.

♑თხის რქა

მოულოდნელად გააბამთ რომანტიკულ ურთიერთობას ადამიანთან, ვინც შეიძლება ერთი შეხედვით არც კი მოგეწონოთ. ეს უფრო გართობა იქნება, ვიდრე ნამდვილი გრძნობები.

მაგრამ გახსოვდეთ, ნუ მიიჩვევთ ადამიანს, თუ მის მიმართ გრძნობები არ გაგაჩნიათ.

თვის პირ­ვე­ლ ნახევარში თხის რქე­ბი თა­ვით გა­და­ეშ­ვე­ბი­ან რო­მან­ტი­კულ გრძნო­ბებ­ში. სა­სურ­ვე­ლია, თქვენ გვერ­დით კურო პარ­ტი­ო­ნი იყოს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ფულს ნუ და­ი­ნა­ნებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბას უცხო რე­ლი­გი­ის ან ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­თან.

♒მერწყული

მერწყულებო მაისში შეხვდებით ადამიანს, რომელთან ურთიერთობა იდეალური ფაზლივით აეწყობა. ჩაალაგეთ პირადი ნივთები და გადადით მასთან საცხოვრებლად.

რო­გო­რი დაღ­ლი­ლი არ უნდა იყოთ სამ­სა­ხურ­ში, გახ­სოვ­დეთ, რომ თქვე­ნი პარტნი­ო­რი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეცა­დეთ, მას­თან არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თე­ბერ­ვა­ლი კარ­გი თვეა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად.

♓თევზები

მაისი მსუბუქ ფლირტსაც გპირდებათ და ღრმა, საინტერესო გრძნობების გამოცდასაც. ზოგჯერ შეიძლება მოწყენილობის გამო გააბათ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ გაფრთხილდით, ყველაფერს ნუ დაუჯერებთ. თუმცა, ვისაც ნამდვილად შეუყვარდებით, ის იმედებს არ გაგიცრუებთ.

ქალ თევ­ზებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი მე­წყვი­ლე თხის რქა ან მო­რი­ე­ლია. ამ უკა­ნას­კნელ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, ის ტყუ­ილს არ გა­პა­ტი­ებთ.

თეგები: ჰოროსკოპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved