• რეკლამა
  • კონტაქტი
12:45, ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მაინც ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი შენს ადგილზე, ბიჭუნ” – მეზვრიშვილი მდინარაძეს

ალია ავტორი - ალია
17:15 01-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
540

მას შემდეგ, რაც ნათია მეზვრიშვილმა ყაველაშვილის მიერ 613 პატიმრის შეწყალებაზე, მწვავე პოსტი გამოაქვეყნა, მამუკა მდინარაძემ ოპერატიულად უპასუხა:

„ძალიან კარგად ვიცი, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულება. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სასჯელაღსრულების დახასიათებას, რეკომენდაციას, თუ როგორ იქცეოდნენ კონკრეტული მსჯავრდებულები, რესოციალიზაციის მიზნები რამდენად იყო მიღწეული. ზოგადად, უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ სასჯელს პრევენციული მიზანი აქვს ორი მიმართულებით, ერთი არის კერძო და მეორე ზოგადი: ადამიანი რამდენად არის რესოციალიზებული და საზოგადოებაზე რამდენად მოქმედებს ესა თუ ის სასჯელი პრევენციული თვალსაზრისით. საზოგადოება როდესაც ამის წინააღმდეგი არ არის, სწორ დასკვნებს აკეთებს, სწორი აღქმები აქვს და როდესაც ადამიანზე არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამან, პირიქით, წამახალისებელი იქნება, რათა გამოსწორდეს, მომდევნო პერიოდში, გათავისუფლების შემდეგ დანაშაული აღარ ჩაიდინოს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში როგორც კერძო, ისე საჯარო ზოგადი პრევენციული მიზნები არის აღსრულებული და ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილებაა მსჯავრდებულის გათავისუფლება. სოციალურ ქსელებში გამოხტნენ, როგორ მოასწრო პრეზიდენტმა 613 საქმის განხილვაო. გგონიათ, პრეზიდენტი უნდა ჩაუჯდეს ყველა საქმეს და დეტალურად განიხილოს? რას აკეთებს მისი ადმინისტრაცია და იმდენი ხალხი, რომელიც იქ მუშაობს, რას აკეთებს სასჯელაღსრულების დაწესებულების უამრავი თანამშრომელი, იუსტიციის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები, რომლებიც რისკებს განიხილავენ და თავისი პოზიცია აქვთ დაფიქსირებული თითოეულ მათგანთან დაკავშირებით? მთელი სისტემა მუშაობს ამაზე. ეს სისტემა, რომლის სათავეში, ამ შემთხვევაში, არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დეტალურად ეცნობა და ყველა მსჯავრდებულთან დაკავშირებით თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უწევს რეკომენდაციას პრეზიდენტის წინაშე, რათა მან შეიწყალოს. შეწყალების სპეციფიკაც ეს არის. ვიცი, რომ სია იყო გაცილებით დიდი, მაგრამ, პრევენციული რისკების გათვალისწინებით, ეს სია შემცირდა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი მიმართულებით მუშაობა, თუმცა შეიძლება, ეს ახლო პერიოდში არ იყოს, შეწყალება ყოველ მეორე, მესამე კვირაში ვერ იქნება. დიდი მადლობა მიხეილ ყაველაშვილს. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია, პრევენციული თვალსაზრისით სასჯელის სწორი აღსრულება და პატიმრების რაოდენობის შემცირება, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტს“

მამუკა მდინარაძის ვრცელ ახსნა-განმარტებას ნათია მეზვრიშვილმა კვკავ სოციალურ ქსელში უპასუხა:

,,ტკენია სიმართლე მამუკა მდინარაძეს და შეშინებია.

კარგია თავს რომ იმართლებს. აქვს სამართლებელი.

იცის, რომ კი არ ვაბრალებ, პროკურატურასთან შეკრული კორუმპირებულია და ბრალდებულების გაძარცვით ერთად ხეირობენ.

ეს მეთოდიც ნაცებისგან გადმოიღო მამუკამ.

თუმცა, ჩემი კი არა, თავისუფალი ანტი-კორუფციულის უნდა ეშინოდეს.

წავიდეს ახლა და თავის სამეგობრო კლანში მიჩივლოს.

მაინც ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი შენს ადგილზე, ბიჭუნ”

თეგები: მამუკა მდინარაძენათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება – თიბისი

12:07 07-31-2025
შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება

15:54 07-30-2025
როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?
ახალი ამბები

როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?

14:36 07-30-2025
თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან
ახალი ამბები

თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან

14:13 07-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved