reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიო კრივის ლეგენდამ, მაიკ ტაისონმა, სან-ფრანცისკოდან ფლორიდისკენ მგზავრობის დროს თვითმფრინავის მგზავრი სცემა. მედიის ცნობით, უცნობი პირი ტაისონის თვითმფრინავში ხილვით ზედმეტად აღფრთოვანდა, არ წყვეტდა მასთან საუბრის მცდელობებს, რამაც ტაისონის გაღიზიანება გამოიწვია.
ნაცემმა მგზავრმა სამედიცინო დახმარება მიიღო, პოლიციის ცნობით, იგი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და განცხადების დაწერაზე ტაისონის წინააღმდეგ უარს აცხადებს.
კომენტარები