• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მაიდანი და ანტიმაიდანი“ – რას წერს ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
13:31 09-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
543

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მაიდანი და ანტიმაიდანი

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაიწყო მაიდნის საპროტესტო გამოსვლები,რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 2014 წლის 23 თებერვალს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა. ამ სამი თვის განმავლობაში, ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებისას 100-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.

შემდგომში ამ მოვლენას “ევრომაიდანი” და “ღირსების რევოლუცია”უწოდეს, ხოლო დაღუპულებს “ზეციური ასეული”.

მიუხედავად იმისა თუ რას დაარქმევენ და როგორი ლამაზი სიტყვებით შეფუთავენ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოვლენას, ეს იყო ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა, როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აგრესიულად მიმდინარეობდა ტვინების მასობრივი გამორეცხვა, თითქოს ეს ყველაფერი მოხდა სამართლიანობის, დემოკრატიის და ადამუანის უფლებების დაცვის ლოზუნგებით, ხოლო ძალაუფლება ხელში აიღეს ადამიანებმა, რომლებიც ემსახურებოდნენ რევოლუციის იდეალებს და ყველას არწმუნებდნენ, რომ სწორედ რევოლუციურმა ხელისუფლებამ მიაღწია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე დიდ წარმატებას.

აშშ და მთლიანად დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს მაიდნის ბრძოლას და ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ძირითად მასას ჩაუნერგეს, რომ “ევრომაიდანით” სიკეთემ გაიმარჯვა სიბოროტეზე, სინათლემ სიბნელეზე და დემოკრატიამ დიქტატურაზე.

სინამდვილეში 10 წლის თავზე უფრო კარგად ვხედავთ, თუ რა შედეგები მოიტანა “მაიდანმა” უკრაინისთვის. რუსეთის მხრიდან დაწყებული აგრესიის შედეგად დღეისათვის უკრაინას დაახლოებით 600 ათასი კვ.კმ. ტერიტორიიდან დაკარგული აქვს დაახლოებით 20% (100 ათასი კვ.კმ.) ომში უკვე დაღუპულია დაახლოებით ნახევარი მილიონი უკრაინელი, 10 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად არის ქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილია, დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლიანობა ლამაზ, მაგრამ უშინაარსო სიტყვებად იქცა. დღეისათვის უკრაინაში პრაქტიკულად აკრძალულია ყველა ოპოზიციური პარტია, გაუქმებულია ყველა ოპოზიციური ტელევიზია, თავისუფალი სიტყვისთვის ადამიანებს ციხეში ამწესებენ, სადაც მათ სასტიკად ეპყრობიან ან სოცოცხლეს ასალმებენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად რევოლუციონერების დასავლელი მფარველებისათვის უკრაინის რევოლუციური ხელისუფლება მაინც “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენს, რომელიც თურმე დღეისათვის საქართველოზე “წინ” ყოფილა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონების დაცვის თვალსაზრისით და ამიტომ თურმე უკრაინა საქართველოზე მეტად იმსახურებს ევროპაში ინტეგრაციას.

ვინც ასე ფიქრობს, ვისთვისაც მთავარი არა საკუთარი ხალხის, არამედ ბრიუსელის და ვაშინგტონის (ახალი კრემლის) შეფასებაა, ისინი ქართულ მაიდანზე ოცნებობენ, ხოლო ისინი, ვისაც “ეს კინო ნანახი აქვს” და აქედან ადექვატური დასკვნები გამოიტანეს, ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ქართული მაიდანი, ანუ იბრძოლონ ანტიმაიდანისთვის.

ანტიმაიდანი-ეს არის უარი ძალადობაზე, დემოკრატიის შეზღუდვაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პატიმრების წამებაზე, სახელმწიფო რეკეტთან შეგუებაზე და სხვა მრავალ უკეთურებაზე, რომელიც მოაქვს ლამაზი სიტყვებით (ე.წ “ვარდების”, “ღირსების”, “ტიტების” და ა.შ.) შეფუთულ- შეფასებული ფორმით დემოკრატიულ, ხოლო შინაარსით ანტიდემოკრატიულ სახელმწიფო გადატრიალებებს.

ასე რომ ანტიმაიდანი რეალურად დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მიმართული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მონაწილენი ებრძვიან ყველა უკანონო მეთოდის გამოყენების გზას, ხელუსუფლების ხელში ჩაგდებისთვის და სახელმწიფოს დასუსტებისთვის მებრძოლ ავანტიურისტებს, რომლებიც მხოლოდ ემოციებით მოქნედ ადამიანებზე დაყრდნობით ცდილობენ საკუთარი ავი ზრახვების რეალიზებას.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved