• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაია ცქიტიშვილმა პირადად გააქცია ინვესტორები კაბინეტიდან”; “დამშვიდდი, რა იყო, რა დაგემართა” – ბერდია სიჭინავა და გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
23:15 01-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
798

ტვ პალიტრის ეთერში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა და ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია, ბერდია სიჭინავა ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ლელო ვერ შეძლებს პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას და ეს ტყუილია, საპირისპიროს ამტკიცებდა გრიგოლ გეგელია და ჟურნალისტის კითხვას, ბერია სიჭინავასადმი, გახარიას გუნდი რამდენ პენსიას პირდება ამომრჩეველს, გრიგოლ გეგელია პასუხობს და ამბობს, რომ გახარიას გუნდი უკვე იყო ხელისუფლებაში და “მოსპეს ეკონომიკა.”

გრიგოლ გეგელია:

–ვერაფერს ვერ პირდებიან, მოსპეს ქართული ეკონომიკა როცა მართავდნენ, უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, მართა ამ ხალხმა უკვე, მართალია ახლა კობახიძეს და ზარქუას აბრალებენ, მაგრამ არ იყო გახარია ეკონომიკის მინისტრი? კერძო პირმა, მამუკა ხაზარაძემ მილიარდები შემოიტანა ინვესტიციებით, გიორგი გახარიამ მაგის ნახევარი ვერ შემოიტანა, იგრძენით განსხვავება, პრემიერ–მინისტრმა თავისი სამინისტროებით, 15 მინისტრი ჰყავდა, დიპლომატიური სამსახური, სიპები, აიპები, ხაზარაძის ნახევარი რატომ ვერ შემოიტანა ქვეყანაში გიორგი გახარიამ პრემიერობისას?

ბერდია სიჭინავა:

–მორჩი ამ ისტერიკას… ანაკლიის ჩავარდნას ქვია ერთადერთი სახელი – მამუკა ხაზარაძე, არბიტრაჟს დაელოდე.

გრიგოლ გეგელია:

–არბიტრაჟს თქვენ უნდა დაელოდოთ. თქვენ რატომ არ დაასრულეთ პორტი? მაია ცქიტიშვილმა პირადად რომ გააქცია ინვესტორები კაბინეტიდან, მაია ცქიტიშვილმა, გახარიას საყვარელმა მინისტრმა?

ბერდია სიჭინავა:

–რომელი ინვესტორები, რომელი?

გრიგოლ გეგელია:

–რომელი? გიორგის ჰკითხე და გეტყვის.

ბერდია სიჭინავა:

–რუსულ სპეცსამსახურებთან რომ იყო კავშირში და შუააზიასთან? მაგათი გავლენის სფეროების?

გრიგოლ გეგელია:

–არა, სირცხვილია, ხალხს გუგლი აქვს…

ჟურნალისტი:

–რას ამბობთ ხაზარაძეს შემოჰყავდა ისეთი ინვესტორები, რომლებიც იყვნენ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში?

გრიგოლ გეგელია:

–2024 წელია, გუგლის ეპოქაა, ხალხი სულელი გგონიათ? ხალხო დაგუგლეთ, “ვანორდი”, “იბიარი”, “ეიდიბი” , ამას უწოდებენ რუსულ სპეცსამსახურს, ამ კომპანიებმა რომ გაიგონ, რომ გახარიას პარტია აბრალებს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს, არ შეგრცხვებათ? ივანიშვილის ნების გამტარი არ იყო გახარია?

ბერდია სიჭინავა:

–ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და…

გრიგოლ გეგელია:

–ხოდა, მაგ ივანიშვილის დანიშნული არ იყო პროკურორად ბოტასების ქურდი? ახლა რომ რუსეთის აგენტი აღმოჩნდა? რამეზე იღებდა გახარია ხმას? არაფერი არ იყო გახარია არასოდეს? თუ არაფერი არ იყო, რას აკეთებდა საერთოდ?

ბერდია სიჭინავა:

–დამშვიდდი, რა იყო, რა დაგემართა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved