• რეკლამა
  • კონტაქტი
11:59, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგთიკომში საკუთარი მძღოლი ცემეს და გაათავისუფლეს” – ვის გვარს ასახელეს პროფკავშირების გაერთიანება?

ალია ავტორი - ალია
19:46 03-21-2025
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,565

2025 წლის 21 მარტს, შპს მაგთიკომში დასაქმებულ მძღოლს ადმინისტრაციის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რის შემდეგაც მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

“2025 წლის 21 მარტს, შპს მაგთიკომში დასაქმებულ მძღოლს ადმინისტრაციის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რის შემდეგაც მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დასაქმებულების განმარტებით 2025 წლის 17 მარტს შეხვედრა შედგა დამსაქმებელთან სამუშაო ადგილზე არსებულ შრომით პირობებთან დაკავშირებით. დამსაქმებლის მხრიდან გაცემულ იქნა დაპირებები, რაც უკავშირდებოდა დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ შპს მაგთიკომში 2024-2025 წლებში 2-ჯერ მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მიზნებისათვის. თუმცა, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული დამსაქმებლის პოზიციის გამო.

2025 წლის 21 მარტს, დილით, დასაქმებულებთან ადმინისტრაციის ინიციატივით კიდევ შედგა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოისურვეს კონკრეტულ ორ დასაქმებულებთან გასაუბრება რა დროსაც ადმინისტრაციის წარმომადგენლის, კერძოდ, ადმინისტრაციის უფროსის, ნოდარ ბაღათურიას მხრიდან მოჰყვა ადგილზე მყოფ ერთ-ერთი დასაქმებულის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა.

საკუთარი ქმედების გამართლების მიზნით, დამსაქმებლის მიერ 2025 წლის 21 მარტსვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სამსახურიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სამი თანამშრომელი: ორი პირი, რომელთანაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისურვეს გათავისუფლება და ერთი პირი, რომელიც შეეცადა ფიზიკური დაპირისპირების შეჩერებას.

რეაგირებისათვის ადგილზე გამოძახებულ იქნა კრიმინალური პოლიცია.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გმობს მომხდარ ფაქტს, მით უფრო მაშინ, როდესაც დასახელებული სამი თანამშრომელი გახლდათ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი.

დასაქმებულთა უფლებებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დაიცავს, გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ  მექანიზმს დასაქმებულთა დასაცავად. ” ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved