• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაღლაფერიძემ ხმა მაღლაფერიძეს მისცა – იგი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ალია ავტორი - ალია
15:12 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
390

8 მომხრე 3 წინააღმდეგი – ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს.

ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც პირველი არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები “ქართული ოცნების” პოლიტიკის გატარებაში ამხელენ, საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა ბონდო მძინარაშვილმა წარადგინა.

საკუთარ კანდიდატურას მხარი თავად ვასილ მაღლაფერიძემაც დაუჭირა.

მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას და ამით პატივისცემას გამოვხატავ კოლეგების მიმართ, მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას, რომ არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ „იცი, რა ხალხის თხოვნით არის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საბჭოს წევრები, რომლებმაც ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე არიან.

კენჭისყრის პროცედურის პარალელურად, პირველი არხის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძის მეორე ვადით დანიშვნას ხმაურით შეხვდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved