• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის ჰქონდეს რაღაც ხარჯი – გიული ალასანია 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე

ალია ავტორი - ალია
11:28 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი უნდა გაიმართოს. 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტი სასამართლოში პენიტენციური სამსახურის სპეციალური ავტომობილით უკვე ეტაპირებულია. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

საქალაქო სასამართლოში მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რომელიც ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან მისი განმარტებით, მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის ჰქონდეს რაღაც ხარჯი, რომელსაც საქმისთვის გამოიყენებს.

“მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის რომ ჰქონდეს რაღაც ხარჯი, რომელსაც ახმარს საქმიანობას. რაზეა ლაპარაკი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილი ყვავილები – ესეთ რაღაცებზე არის საქმე აღძრული, რა უნდა ილაპარაკო საერთოდ?“ – ამბობს გიული ალასანია.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ექსპრეზიდენტის ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ პროცესზე არა ერთ შუამდგომლობას დააყენებენ. მათ შორის შუამდგომლობას სხდომის საჯაროობას და მედიის დასწრების შესახებ. 

“მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმინეთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს,” – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეს განიხილავენ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ სწორედ ჯანაშია აღმოჩნდეს ის პირი ვისაც სააკაშვილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დაადებს ხელს, ისევე როგორც (29 ნოემბერს გამართულ პროცესზე) 7 ნოემბრის საქმეზე, აქციის დარბევაში ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების შს მინისტრი – ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved