• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაღალი ტემპერატურები ამდენი ხნით რომ გაგრძელდა, უჩვეულოა” – გველოდება, თუ არა ცხელი სექტემბერი

ალია ავტორი - ალია
17:17 08-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,634

გაზეთ “კვირის პალიტრას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ამბობს:

– ჩვენ პროგნოზირებული გვქონდა ცხელი ზაფხული, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენასთან. ე.წ. ელ-ნინიოსთან. ელ-ნინიო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს. ელ-ნინიო მაისში გაჩნდა, აქტიურ ფაზაში კი აგვისტოს დამდეგს გადავიდა. მისთვის დამახასიათებელია თბური ტალღები, რომელთა დროს შესაძლოა რომელიმე რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდეს, მრავალწლიურ მაქსიმუმს გადააჭარბოს; ან შეიძლება ასე არ მოხდეს, მაგრამ ცხელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს.

– ჩვენს შემთხვევაში რა მოხდა?

– ჩვენს შემთხვევაში ჯერ არც რეკორდი მოხსნილა და არც განმეორებულა რეკორდული ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში. თბილისისთვის მაქსიმალური ტემპერატურა, კლიმატური მონაცემით, არის 40,5 გრადუსი, რომელიც არ განმეორებულა, თუმცა მაღალი ტემპერატურების პერიოდი ამდენი ხნით რომ გაგრძელდა, უჩვეულოა. დედამიწაზე კლიმატის ცვლილება უმატეს რეგიონებში ტემპერატურის მომატებას იწვევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეა აბსოლუტურად ყველგან, ზოგან შეიძლება დაიკლოს. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულია ტემპერატურის მატება დაახლოებით 0.5- 0.6 გრადუსით კლიმატურ მონაცემთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსითაა მომატებული. ზუსტად ამ ცვლილებასთანაცაა დაკავშირებული ის, რომ ბოლო წლებში ზაფხული ნორმასთან შედარებით ცხელია. იგივე ითქმის ზამთარზეც. ბოლო წლებში ზამთარი ნორმაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. თბილისში, 90-იანებში, თოვლი არავის უკვირდა, ახლა იშვიათობაა. ესეც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

– მომდევნო ზაფხული როგორი იქნება?

– გამიჭირდება პროგნოზირება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უფრო დათბობისკენ მიდის ტენდენცია, არ არის გამორიცხული, რომ ისევ ცხელი ზაფხული დადგეს. თვეების მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, წლევანდელი სექტემბერიც ცხელი იქნება.

თეგები: ამინდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved