• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მაგდა ანიკაშვილი მოერევა თუ ოლგა სკაბეევა?“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
02:11 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,793

დეპუტატი რომან გოცირიძე:

,,მაგდა ანიკაშვილი მოერევა თუ ოლგა სკაბეევა?

რა ბედი მაქვს მაინც-წელიწადში ერთხელ თუ გადავრთავ იმედზე, როცა სხვა არხს ვეძებ და მაინცდამაინც ჩემზე ლაპარაკს უნდა შევესწრო? ქალბატონმა მაგდამ, როგორც ყოველთვის, დამახინჯებული ფორმით მოჰყვა გუშინდელი ჩემი პოსტის შინაარსი-რომან გოცირიძე ეკლესიების მშენებლობის წინააღმდეგიაო. თქვენი ბრძნული აზრი მომახსენეთ, რას უნდა მივაწეროთ ესო-ეკითხება ბატონ მდინარაძეს. რას უპასუხებდა ამ კითხვაზე მეოცნებე დეპუტატი, ძნელი მისახვედრი არ არის. მასონების ისტორიის მოყოლა ვერ მოასწრო, თორემ დანარჩენი ყველა კონსპიროლოგიური თეორია ჩამოარაკრაკა ისე, როგორც დაგიბარებიათ. მაგდას ცრემლებიც კი მოადგა თვალზე, მაგრამ არ შეიმჩნია. ცოდნა უნდა ხომ ამასაც? ოლგა სკაბეევას არ გამოსდის ეს საქმე ასე ოსტატურად და თქვენ წარმოიდგინეთ, არც მარგარიტა სიმონიანს:))

რა ვთქვი სინამდვილეში: 300 ათასი ლარის ღირებულების ჯიპი რომ აჩუქა ვიღაც საქმოსანმა მღვდელს, ცოდვების გამოსასყიდად და მომავალი ცოდვების ჩადენის შესანდობად ეკლესია-ასლებს რომ აშენებენ ( მერე სახელმწიფომ რომ უნდა შეინახოს), ამას სჯობია სკოლები ააშენონ ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოუარონ მეთქი. როცა 3000 მღვდელი სიღარიბის ზღვარზეა, ყოველგვარი სოციალური დაცვის გარანტიების გარეშე და მხოლოდ სასულიერო ელიტაა ფუფუნებაში, ამ პრობლემის მოგვარებას ეკლესიაში სწორი საფინანსო პოლიტიკის გატარება სჭირდება მეთქი.

რა არის ამ აზრში მკრეხელური?

სხვებს რომ ამუნათებენ, ჯერ საკუთარი ტელევიზიას მიხედონ. განა არ ვიცით, ნაკურთხი რომ არაა? ლოკოკინას მსგავსი მასონური ლოგო რომაა გამოსახული ეკრანზე, მარჯვნივ მაღალ კუთხეში, აგერ უკვე ოცი წელიწადია, ამასაც კარგად ხედავს ჯანსაღი საზოგადოება.

თქვე მართლა მასონებო, თქვენა!?”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved