უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დავოსში, ფორმუზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
გასულ წელს, აქ, დავოსში, ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით: ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ვენესუელის პრეზიდენტი მადურო სასამართლოს წინაშეა ნიუ იორკში, ბოდიში, მაგრამ პუტინი არ არის სასამართლოს წინაშე!!!! მეტიც, პუტინი კვლავ იბრძვის ევროპაში თავისი გაყინული აქტივებისთვის და ის წარმატებებს აღწევს. რატომ შეუძლია ტრამპს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების გაჩერება, ევროპას კი არა? ვინ უპასუხებს, თუ პუტინი თავს დაესხმება ლიეტუვას ან პოლონეთს? ირანში მიმდინარე პროტესტებზე ძალიან ბევრი საუბარი იყო, მაგრამ ის სისხლში ჩაიხრჩო. მსოფლიო ირანელ ხალხს საკმარისად არ დაეხმარა; გვერდზე დგომა არჩია.იმ დროისთვის, როცა პოლიტიკოსებმა პოზიციების ჩამოყალიბება დაიწყეს, აიათოლამ უკვე ათასობით ადამიანი მოკლა. როგორი იქნება ირანი ამ სისხლისღვრის შემდეგ? თუ რეჟიმი გადარჩება, ეს მკაფიო სიგნალია ყველა მოძალადისთვის: მოკალი საკმარისად ბევრი ადამიანი – და ხელისუფლებაში დარჩები.
რაც შეეხება შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტთან. კარგი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, პროდუქტიული და შინაარსიანი. ჩვენ განვიხილეთ გუნდების მუშაობა და, ფაქტობრივად, ყოველდღე გვაქვს შეხვედრები ან საუბრები. დოკუმენტები კიდევ უფრო მეტად არის მომზადებული. დღეს ასევე ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე — პრეზიდენტ ტრამპთან წინა შეხვედრა დაგვეხმარა ჩვენი ცის დაცვაში. ვიმედოვნებ, რომ ამჯერადაც გავაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას. მადლობა გადავუხადე მას საჰაერო თავდაცვის რაკეტების წინა პაკეტისთვის და დამატებითი რაკეტები ვთხოვე. ჩვენი პრიორიტეტია სიცოცხლის დაცვა, ჩვენი მდგრადობა, ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა. ომის დასრულების შესახებ დოკუმენტები თითქმის მზადაა. რუსეთიც მზად უნდა იყოს,- თქვა ზელენსკიმ.














კომენტარები