• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მადრიდის სამიტზე გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარაა პარტნიორი, ის საფრთხეა – სტოლტენბერგი

ალია ავტორი - ალია
14:43 06-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
750

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა დასავლეთმა კიევის მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს.

“უნდა მოვემზადოთ, რომ [უკრაინაში ომი] შეიძლება წლები გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. ეს არ შეედრება იმ ფასს, რომელსაც უკრაინელები ყოველდღიურად თავიანთი სიცოცხლით იხდიან”, – თქვა სტოლტენბერგმა.

საკითხთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ისაუბრა. ჟურნალისტმა სტოლტენბერგს ჰკითხა როგორი იქნება, ალიანსის მიდგომა მომავალში რუსეთთან მიმართებაში: “ივნისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტზე ახალი სტრატეგიის კონცეფცია გადაწყდება. აქამდე რუსეთი “პარტნიორად” მოიხსენიებოდა. როგორ მოიქცევა ნატო რუსეთთან მომავალში?”

სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი განხილული იქნება როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხედ და არა როგორც ორგანიზაციის პარტნიორად:

“თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი არა პარტნიორი, არამედ საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დოკუმენტში პირველად ჩინეთიც გამოჩნდება, რადგან ჩინეთის აღზევება არის საფრთხე ჩვენი ინტერესებისთვის, ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის”, – თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგს ჰკითხეს ბირთვული ომის საფრთხეებზეც. მისი განცხადებით, ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნის მაღალ დონეს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved