ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
,,დროული და კარგი გადაწყვეტილებაა-ო, შესძახეს… და თუ გნებავთ, არ ვითაკილებ და, მეც ვიტყვი, რომ დროული არ ვიცი და, კარგი გადაწყვეტილებაა! მადლობას როგორ დავამადლი კაცს, რომელიც ჯიბეზე ხელს იკრავს და დაახლოებით 1.5-2 მილიონ დოლარს გაიღებს!
მაგრამ!
მაგრამ-ის გარეშე, ჩვენს დროებაში, წინადადება სრული არაა, და რამდენადაც ასეა, მეც დავწერ – მაგრამ…
მაგრამ, საქმე ისაა, რომ ივანიშვილისგან ეს საჭირო სულაც არ იყო – დედაქალაქის მერია ან ქვეყნის ხელმძღვანელობა ჯიბეზე ხელს ისედაც გაიკრავდა!
და ვინ ვინ და, ბიძინამ ეს იცის!
მისი მხრიდან ეს კარგი ჟესტი ადასტურებს სურვილს, რომ კვლავაც გვეგონოს მეოხი და გლახაკთა შემწე;
თუმცა, იმ გაუბედურებული ოჯახებისათვის ბინები ახლა უკვე ბედენაა! რა ე-ბინებათ ან, ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ უმსუბუქდებათ ტკივილი?!
თქვენთან ვარ – ეს სიტყვა ადრე, ტრაგედიამდე იყო სათქმელი და, თან არა ივანიშვილისგან (რომელიც მამის როლს იხდენს… ოღონდ, ამ შემთხვევაში, “ერთჯერადი მამა” გამოდის… მამინაცვალიც კი არა)!
მაგრამ, მამა იგი უთუოდაა მათი, ვინც შექმნა და გამოზარდა და ვისაც, წესით, ასეთი კატასტროფული სახლების აღნუსხვა ევალება… და თან ყველგან!
მოკლედ, კალაძეზე (და არა მარტო) გესაუბრებით – რამდენი სახლია, განა, თბილისში, რომელშიც არ იცხოვრება?
ჰოდა, მისგან – ბიძინასგან, ბინების პოსლეზე ბოძება კი არაა საჭირო, არამედ, კამერებისკენ მზერაგაპარულის დაბარება და თქმა –
შენა, ცოტა, შიგ ხომ არ გაქვს?
აღნუსხეთ ავარიული სახლები ორ კვირაში!
მანახეთ პროექტი და 1 წლის მანძილზე საიდანაც გინდათ მოიძიეთ პირობითად 1 მილიარდი და გადაიყვანეთ ოჯახები ვისაც უეჭველი სიკვდილი ელის, თუ ასე გაგრძელდა!
იმ დაბერილ ტუჩებს წაიკვნეტს მერი როცა მიხვდება, რომ კოპებშეკრული არ ხუმრობს!
ეს იქნება საქმე თორემ, ოჯახებისათვის ახალი ბინების შეძენა კი, ზედაპირულად თუ ვიტყვით, კარგია.
ოღონდ, ხომ გახსოვთ, იმ ბავშვს, ახალ ბინაში, დედა არ ეყოლება!
და წლების შემდეგ აჩვენებენ ფოტოკადრს, მასთან პალატაში როგორ შევიდნენ ქალაქის მერი, მთავრობის მარტოკაცა და ფოტოგრაფი! და იმასაც უამბობენ, რომ სამი წლის ბავშვთან შესულებს ერთი სული ჰქონდათ, გამოსულიყვნენ და “ინსტაზე” “გაესთორათ” “ივენთი”.“











კომენტარები