• რეკლამა
  • კონტაქტი
10:59, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მადლობა მინდა გადავუხადო ქვემო ქართლის პროკურატურის ყველა თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობის გამოძიების პროცესში”

ალია ავტორი - ალია
10:36 08-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

სოფელ ფოლადაანთკარში არასრულწლოვან ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად დაადგინეს. მოსამართლემ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს ვერდიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული არასრულწლოვნის დედა, ეკა ჯიქური.

„რვა თვე გავიდა იმ საშინელი დღიდან…. ცოტნე მომიკლეს… მომიკლეს განზრახ… შვილი მომიკლა ორი შვილის მამამ, რომელსაც არც მონანიება და არც სინანული უგრძნია… არ ვიცი და არ მახსოვს… მისი ბოლო სიტყვები რვა თვის თავზეც. დასრულდა სასამართლო…

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ბავშვობის მეგობარს, მაკა ბერაძეს, რომელიც ამ რვა თვის განმავლობაში ჩემთან ერთად განიცადა ყველაფერი, რასაც მე განვიცდიდი და სტკიოდა ისე, როგორც მე მტკიოდა და შესაბამის სტრუქტურებთან ყველანაირად დამეხმარა…

მაკა, ამას არასოდეს დაგივიწყებ…

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევან ჯალაღანიას და ქალბატონ მარიკა გოგოხიას, დაუზოგავი შრომისთვის…მინდა გისურვოთ წარმატებები, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს შთაბეჭდილებას იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით…

მადლობა მინდა გადავუხადო ქვემო ქართლის პროკურატურის ყველა თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობის გამოძიების პროცესში… მათ თავდადებით დაამტკიცეს სიმართლე…

მადლობას ვუხდი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყველა თანამშრომელს დაუზოგავი შრომისთვის ….

მადლობა რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ქეთევან ლუაშვილს იმისთვის, რომ გამოიტანა განაჩენი ,რომელსაც მე არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა მაქსიმუმს ვითხოვდი… კარგი იქნებოდა საქართველოში შეიცვალოს კანონები და მაქსიმალურად სასტიკად დაისაჯონ მკვლელები რომ მომავალში არ მოკლან სხვისი შვილები… არ გამწარდნენ დედები…

მადლობა ფოლადაანთკარის მოსახლეობას, რომ არაფერი არ გინახავთ და არც გაინტერესებთ… დღეს თუ მე გამამწარეთ ხვალ თქვენი რიგია, იმიტომ რომ საკმარისი ნაძირალები გყავთ სოფელში, რომელსაც თქვენ თვითონვე მფარველობთ… ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ლოთობაში, ნარკომანობაში და მომავალ ჩხუბებში…

ისე რომ იცოდეთ დაუსჯელი არავინ რჩება… კანონს თუ გაექცევით უფლის სამართალს სად გაურბიხართ”, – წერს მოკლული მოზარდის დედა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved