დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, პიანისტ მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
“მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თავდაუზოგავი იდეალისტის ბრძოლისთვის, მადლობა ყველა “მატერიალურ” და მერკანტილურ ქვენა გრძნობებთან პირუთვნელი ბრძოლისთვის, მადლობა (ღიმილით რომ შეხვდით) დაუმსახურებელი ტალახის ღირსეულად ატანისთვის, მადლობა ღირებულებების ერთგულებისთვის, მადლობა ქვეყნის სიყვარულისთვის, მადლობა ნაღდი მეგობრობისთვის, მადლობა ჩემს ირმას, რომ ასე უყვარხართ ამისთვის, მადლობა იმ სიტყვებისთვის, რაც ბოლო შეხვედრაზე მითხარი…… მიყვარხარ ჩემო ძვირფასო მანანა……
მადლობა როგორც იცხოვრე ამისთვის.”
კომენტარები