პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
“- ბატონო ირაკლი, ვის გულშემატკივრობთ ამ მსოფლიო ჩემპიონატში?
– საქართველოს.
– საქართველო რომ არ მონაწილეობს ტურნირში?
– მერე რა? სამშობლოს სიყვარული ტურნირებით განისაზღვრება? ამაშია საქმე! ომის პარტიას კი უნდოდა ახალი ჯიშის გულშემატკივრის გამოყვანა, რომელიც მარტო იმას მიემხრობოდა, ვინც ტურნირში მონაწილეობს, მაგრამ ვერ მივართვით. არასდროს აღარ დაბრუნდება მათი დრო!
– თავად ტურნირში რომელი ნაკრების თამაში მოგეწონათ ყველაზე მეტად?
– საქართველოს ნაკრების.
– საქართველოს ნაკრებს რომ არ უთამაშია?
– აუცილებლად უნდა ითამაშოს რომ მომეწონოს? ეგ ომის პარტიას უნდა, რომ მხოლოდ მოთამაშეების თამაშს ვაფასებდეთ. მათთვის ხომ უცხოა სამშობლოს ცნება და სძულთ ყველაფერი ქართული. მარტო რუსეთს როცა ვეთამაშებდით მაშინ ახსენდებათ პატრიოტიზმი და ისიც იმიტომ, რომ რუსები ეზიზღებათ მართლმადიდებლობის გამო.
– სხვათა შორის რუსეთიც არ მონაწილეობს ტურნირში.
– რას ნიშნავს არ მონაწილეობს? მე მაგას ვერ დავიჯერებ! რუსეთი ჩვენი მეზობელია, მოგვწონს ეს თუ არა!
– და ბოლო კითხვა: თქვენი აზრით ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?
– საქართველო.
– არ მონაწილეობს, ბატონო ირაკლი, საქართველო ამ ჩემპიონატში…
– კაცო, შენ ომის პარტიის მოგზავნილი ხომ არა ხარ? ხომ გითხარი, რომ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე და უცხოელთა თამაშებს ვერ ავყვებით, მით უმეტეს როცა ვიცით, თუ როგორ დამთავრდება ეს თამაშები.
– და როგორ დამთავრდება?
– რასაკვირველია გაიმარჯვებს მშვიდობა და ომის პარტია დამარცხდება.
– მე ამ ტურნირის მონაწილე გუნდებზე გკითხეთ.
– რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად მონაწილეობს? ჩვენი გუნდი არის ერთსულოვანი! გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია გვაქვს მშვიდობა. ომის პარტია კი დადის სოფელ-სოფელ და ხალხს აგროვებს, მაგრამ არაფერი გამოუვა. ვერანაირ ტურნირში ჩვენ ვერ ჩაგვითრევენ!
– მადლობა ინტერვიუსთვის.
– მე რა, მადლობა ბატონ ბიძი… მმმ… კი არა და… ისა… ეს არ გაუშვათ, ამოჭერით!
(გაგრძელება იქნება)”
კომენტარები