“ლეიბორისტული” პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, სოციალურ ქსელში აანონსებს:
#შემოგვიერთდი მედიკოსების შემდეგ, ერთად გადავუხადოთ მადლობა ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს ! დავუკრათ ტაში მათაც, 31 მარტს, სამშაბათს, 13:00 საათზე, სადაც არ უნდა ვიყოთ, ასევე დავწეროთ ფურცელზე მადლობა და გადავიღოთ ფოტო ან ვიდეო !
ამით გამოვხატოთ მადლიერება კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მედიის წარმომადგენლებისადმი.
ისინი ხომ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, მოქალაქეთა ინფორმირებისა და საზოგადოების მობილიზების უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან !
ნათქვამიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები მართლაც იმსახურებენ ჩვენგან სოლიდარობას, ისევე როგორც ჯარისკაცები, მესაზღვრეები, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, პოლიციელები, სასურსათო მაღაზიის თანამშრომლები და რიგი სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ამ ურთულეს პერიოდში და საგანგებო ვითარებაშიც კი კვლავ საზოგადოებას ემსახურებიან და ხელს უწყობენ ეპიდემიასთან ბრძოლას !
კომენტარები