თბილისის მერი კახა კალაძე ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდებაზე დასმულ კითხვას, ასე პასუხობს:
“”მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა… არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა, უკან-უკან… ჩემი თანდასწრებითაც ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა მივდივართ ოპერატორები იღებენ უკან-უკან მიდიან და… თქვენ მაჩვენეთ კადრი სადაც ჩანს, რომ გადააგდეს.”
მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გუშინ, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე გადმოაგდეს.
ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და დაეცა ზედა საფეხურებზე.
კომენტარები