• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა”; “ჩემს ჰერალდიკაზე ხვლიკი და ნესვია გამოსახული, ვაი თქვენს პატრონს” – პატარაია და “ობობა”

ალია ავტორი - ალია
15:37 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
369
Gaius Marius Oboba სოციალურ ქსელში, წერს:
კადრი:
ბუდუ ზივზივაძე მეტოქესთან ორთაბრძოლაში წაიქცა, წაქცეულიც ახერხებს რაღაცნაირად, ზამბარსავით გაიწელოს და ბურთს თავს ურტყამს, რომ სანტიმეტრები მოიგოს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს კონტექსტში მსოფლიო დიდი ფეხბურთის ჰაილაითია ეგ კადრი.
ბრძოლის, ჟინის, შემართების, ხოდის, დაბერილი ძარღვების, სისხლიანი თვალების ცოცხალი სურათი.
ტიპი გიჟია.
ტიპი ომობს.
ვაჟა წერს ბუდუზე, რომ ხარს გავს ნაილაღარს, რქით მიწას ჩხვერს და ა.შ.
და ამ დროს ტრიბუნებიდან ხმამაღლა დაკვნესიან, ნუ გეშინია, გაიღიმე პატარაო.
რავი.
უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა, როგორ შეიძლებოდა “გაიღიმე, პატარა” ემღერათ სტადიონზე “ნაიალაღარი ხარებისთვისო” 
მოდი, იცი, რას გეტყვით?! გაეშვით ამ ახალგაზრდა, ლაღ, მხიარულად მოცეკვავე ვარსკვლავბიჭუნებს. ახალი თაობის კაცები უფრო ლაღები, თავისუფლები, უკომპლექსოები და ბედნიერები არიან! და მათი ყურება გოგოებს, ქალებს და ბებიებს ათასჯერ უფრო გვაბედნიერებს, ვიდრე რაღაც “ნაიალაღარი ხარებისა”…
გაუმარჯოს ჯენ ზის და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს! (კაშიას თამადობით რომელიც სულაც არაა ჯენ ზი, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი კაცია!)
კაცებო, თქვენთვის ჯობია “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით – მაგალითები უკვე გყავთ!
Gaius Marius Oboba
ყურადღება!
განცხადება!
პასტით ვწერ!
ვინაიდან საშინლად არ მომწონს, როდესაც ფეხბურთელს უმღერი ნუ გეშინიაო და დიდი ალბათობით, პორტუგალიასთანაც, თურქეთთან და ჩეხეთთანაც და მანამდე მონტენეგროსთან ამხანაგურშიც ჩვენ ფეხბურთელებს უნდა ვუმღეროთ – ნუ გეშინია და ნურაფრის გეშინია…
მე გ.მ. ობობამ გადავწყვიტე
დამეწერა პოსტი, ჩამეჭირა ამაზე და მეკაიფა, ამის გამო მხატვრულ-უტრირებული პასაჟიც მოვაყარე გემოვნებით..
აღნიშნულმა პოსტმა გამოიწვია ვნებათაღელვა, გადაწყვიტეს, რომ მე სისხლმიმხმარი ჯაჭვის პერანგით, ჟანგიანი გორდათი შევუვარდი მათ და მოვითხოვ ხმალი ავლესოთი ჩავანაცვალოთ გაიღიმე პატარა.
პირზე დორბლი მდის, თვალები მაქვს გადმოკარკლული, უკან მეუფე ნიკოლოზი მლოცავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებ, არც მიფიქრია, არც მერაბის შეურაცხყოფა მიფიქრია, არც ღიმილიანი პატარების, არც მეზღაპრეთა გრძნობების შელახვა.
შესაბამისად, რადგან მე არ გამაჩნია არანაირი ბერკეტი ეს სიმღერა გავაქრო, არ გამღეროთ და ა.შ. ამოისუნთქეთ, გაიღიმეთ და ნუ გეშინიათ. იმღერებთ მანამ, სანამ გაგისწორდებათ. ვიმეორებ – ნურაფრის გეშინიათ.
დანართი:
მეორე კატეგეგორიაც გამოჩნდა, რომელმაც ჩანთა გადამკიდა, საკლასო ოთახში შემიყვანა, სათვალე გაიკეთა, ღია ფანჯარა დაკეტა, ჩაახველა და დამიწყო ახსნა, რომ სტადიონზე მარტივ სიმღერებს მღერიან თურმე.
ზოგი უფრო შორს, ღრმად წიაღში ჩავიდა, სვლა განახორციელა და დოქტორულად ამიხსნა.
რეპლიკაზე – რას მელაპარაკები? მართლაა?
ჩამირთეს ქართული მხატვრული ფილმი – გასეირნება თბილისში, ეპიზოდი – ” რა ვუყოთ კოჭაძეს? “
28/03/24
პს:
არადა ჩემს ჰერალდიკაზე ხვლიკი და ნესვია გამოსახული, ვაი თქვენს პატრონს ?
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ტაძარი and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved