პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყოველთვის ხშირად მიწევდა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა, რადგან ბევრი მეგობარი მყავს განსაკუთრებით მერეთში, დიცში და კოშკში. ჩვენ სოფლებში ჩასვლა და არა მავთულხლართებს იქით, ამას ხაზი მინდა გავუსვა.
ბოლო დროს ჩვენი პოლიციის პოსტებზე მუდმივად მაჩერებენ, მინიმუმ ნახევარ საათს მალოდინებენ და სუსიდან ვინმე მანქურთი ხოჯევანიშვილის ნებართვის მიღების შემდეგ მიშვებენ.
ამით არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი.
ამოცანა სხვა რამეს გვეკითხება. მე თუ ასეთი მონდომებით მაკონტროლებენ “ჩვენივე” ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ინაშვილი და თარხან-მოურავი “ზემოდან” ნებართვის გარეშე გადავიდნენ აფხაზეთში?
მომდევნო კვირას მერეთში მიწევს ჩასვლა, ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ და შემოგთავაზებთ.”
კომენტარები